“ივანიშვილმა გადააგდო ყველა ის ადამიანი, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში მისი გამარჯვება უზრუნველყო”

ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას “კაჭრეთის მანიფესტს” უწოდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ექსპერტი ამბობს, რომ ექსპრემიერმა “გადააგდო ყველა ის ადამიანი, ვისაც არჩევნების მეორე ტურის წინ დახმარება სთხოვა”.
“კაჭრეთის მანიფესტში ფაქტობროვად კოპილაცია იყო იმ გამონათქვემების, რასაც რამდენიმე დღის განმავლობაში კობახიძე ლაპარაკობდა. ფატქობრივად მისი ცოტატების კოპირება ვიხილეთ ამ ყველაფერში. ანუ მისი ლოგიკა, მისი ახსნა და ა.შ. უნდა ვივარაუდოთ, რომ კობახიძემ თავისი გამონათქვამები შეაგროვა, დაწერა და ბიძინა ივანიშვილს ხელი მოაწერინა.
ივანიშვილს დღემდე კიდევ ჰქონდა შანსი და იმის კომფორტი, რომ ამ ყოვლ;ადწარმოუდგენელი მანკიერი პროცესიდან, რაც მიმდინარეობს ავგიას თავლაში, ანუ იუსტიციის საბჭოში, დისტანცირება მოახდინა და პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კობახიძის ჯგუფისთვის. დღეს მან თქვა, რომ ეს ჩემი პროცესია. მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვები და იუსტიციის საბჭო ჩემი საყვარელი შვილები არიან. ესენი არიან მისი საყვარელი შვილები? ამ შვილებით მოიგოს არჩევნები მომავალში… ფაქტობრივად, მან დღევანდელი განცხადებით გადააგდო ყველა ის ადამიანი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უზრუნველყო მისი გამარჯვება,” – აცხაებს ხუხაშვილი.

guriismoambe.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.