ივანიშვილმა ქვეყანა იქ მიიყვანა, სადაც იგი 15 წლის წინ იყო – ფადი ასლი

Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე ფადი ასლი წერილს აქვეყნებს სათაურით – „ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი…“ – სადაც ამბობს, რომ „ივანიშვილის მთელი პოლიტიკა ტყუილზე და სიცრუეზეა აგებული. მან ქვეყანა იქ მიიყვანა, სადაც იგი 15 წლის წინ იყო მოარყია ყველა მისი ინსტიტუცია. ის არის დე ფაქტო პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ასევე ართადერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაში“.

„მას მერეა, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე.

ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანი და საშიშია, ის ატყუებდა საკუთარ პარტიას და საკუთარ მთავრობას, უმალავდა რა მათთავის ნამდვილ გეგმებს.

იგი წლების განმავლობაში მიუთითებდა მთავრობას, მხარი დაეჭირა და ლობირება გაეწია მის მიერ საჯაროდ გამოცხადებულ პოლიტიკურ ნაბიჯებს, თუმცა იმავდროულად მუდმივად ძირს უთხრიდა იმავე ნაბიჯებს თავისი ჩრდილოვანი კაბინეტის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.