ივანიშვილმა 20 ივნისის მიტინგის სასტიკად დარბევის ორგანიზატორებს 600 ათასი ლარი მისცა – პრემიები თვალების დათხრის სანაცვლოდ

ცნობილი ხდება კიდევ ერთი სკანდალური ფაქტის შესახებ. ოლიგარქმა ივანიშვილმა 20 ივნისს, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკად დარბევის გამო, სისხლიან ჯალათს, შს მინისტრ გიორგი გახარიას 600 ათასი ლარი მისცა, პრემიებისა და პოლიციელებთა დასვენება-გართობის მიზნით.

პრესა.ჯის შს სამინისტროდან აცნობეს რომ თანხა ივანიშვილმა გახარიას არალეგალურად გადასცა. მან კი, ფული შს სამინისტროში მიიტანა და გარემოცვას განუცხადა რომ „ეს არის საჩუქარი შეფისგან, რომლითაც მას სურს მადლობა გადაუხადოს აქციის დარბევის ორგანიზატორებს“. სწორედ აქედან გახდა ჩვენთვის ცნობილი ეს ინფორმაცია.

„გახარიამ ივანიშვილისგან წამოღებული ფული, ძირითადად აქციის დარბევის ორგანიზატორებზე და იმ ადამიანებზე გადაანაწილა, რომელსაც 20 ივნისის ღამეს ეყრდნობოდა. 

ესენი არიან პოლიციის სამმართველოების უფროსები, სპეცრაზმელები, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების წარმომადგენლები და სხვები“, – გვიყვება წყარო შს სამინისტროდან, რაც ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ 20 ივნისს მომხდარი სადიზმი სისტემური დანაშაული და ოლიგარქისგან ორკესტრირებული სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია იყო.

აღსანიშნავია რომ დარბევაში მონაწილე პოლიციელთა ნაწილმა 21-22 ივნისს საქართველო დატოვა და დასასვენებლად თურქეთში გაემგზავრა.

მნიშვნელოვანი დეტალი: გავრცელებული ინფორმაციით, ანტისაოკუპაციო მიტინგის დარბევასა და ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრაში ჯამში 15 ათასი პოლიციელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო საოკუპაციო ხაზიდან მოხსნილი სპეცრაზმიც.

თუმცა, ივანიშვილის ფულადი საჩუქარი, ცხადია, ყველას არ მისცეს. თანხა მხოლოდ იმ პოლიციელებზე გადაანაწილეს, რომლებიც გახარიას აზრით, მზად იქნებიან მომავალშიც გაუსწორდნენ საკუთარ ხალხს – ივანიშვილის რეჟიმის გადასარჩენად და სამუდამო სიჩუმის სანაცვლოდ.

ასე წაახალისა ივანიშვილის რეჟიმმა ისინი, ვინც 20 ივნისის ღამეს ხალხზე ნადირობდნენ, ახალგაზრდებს დამიზნებით ცხოველებზე განკუთვნილ ტყვიებს ესროდნენ და დემონსტრანტებს  სახურავებიდან ყრიდნენ.

წყარო: presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.