“ივანიშვილო, შენ გეკითხები, რამდენი ოჯახი დაეტევა იზორია-სესიაშვილის სასახლეებში? (ფოტოკოლაჟი)

“არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის” ხელმძღვანელი დავით ნემსაძე სოციალურ  ქსელში წერს:

“ბავშვების კატორღა.

(ქართველი ერის ევროპული მომავალი)

ესაა ,,ახდენილი” ქართული ოცნება.
არის ასეთი გამოთქმა ,,სადაც ჩვენ არ ვართ ყველგან კარგია” მაგრამ 
,,უსაფრთხო” ქვეყნიდან გაქცეული მილიონზე მეტი ქართველი მომავლის იმედით ევროპის ქუჩებში შიმშილობს ბავშვები კი ღამეებს კარვებში ათევენ.

ამ სურათების მნახველი უდაოდ დაეჭვდება ამ ანდაზის ჭეშმარიტებაში.

მოღალატე ოცნების მთავრობამ მსოფლიოს განუცხადა რომ საქართველო არის – ,,უსაფრთხო სტაბილური და ინდუსტრიული სახელმწიფო სადაც სამუშაო ადგილები მოჭარბებულადაა ამის გამო თურმე ჰიპოხონდრიულად განწყობილ ქართულ ემიგრაციას რომელსაც თურმე ევროაში ცხოვრება უბრალოდ მოსწონს თავშესაფარი არ მისცენ” 

შეხედეთ ამ ბავშვებს ისინი ქართველები არიან ეს ანგელოზები ევროპის ქუჩებში გაშლილ კარვებში ცხოვრობენ.

შეხედეთ ამ ბავშვებს ისინი მოღალატე ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ტყვეობაშიც კი გაწირა.

დიდებული ქართველი ერი მათხოვრის ბომჟის და ციგნური ეთნოსის დონეზე გააიგივეს.

ქვემოთ კი დააკვირდით ,,ლუდოვიკო” სესიაშვილის და ,,ტენდერა” იზორიას მილიონებად ღირებულ ფეშენებელურ პენტჰაუზებს ეს მათი ერთადერთი საცხოვრისი ქონება არაა.

სესიაშვილის შვილი ,,დუჩუნა” უშიშროებაშია დასაქმებული მას არც სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუვლია რომ თუნდაც პირდაპირი მნიშვნელობით ველზე კარავში ეცხოვრა.

იზორიამ ცოლი ლანა მანჯგალაძე ნავთობკომპანიაში დაასაქმა რათა ბიუჯეტის მოწველვა უფრო პროდუქტიულად შეძლოს.

საცოდაო ქართველო ერო ახლა ხვდებით ვისთვისაა ეს უსაფრთხო ქვეყანა?

ამ ,,უსაფრთხო ” და დემოკრატიულ ქვეყანაში ჯანსაღი კრიტიკისთვის სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით გსჯიან ამის მაგალითი პირადად ვარ სამართალი კი შერჩევითია აბა გაბედე და სესიაშვილი-იზორიას ოჯახის წევრს ჯგუფურად ჩაუსაფრდი 5000 ლარიანი გირაოთი გამოგიშვებენ კი არა ციხის ჯურღმულებს გახეხინებენ.

ეს ქვეყანა იმდენადაა უსაფრთხო რამდენადაც ეს ხელისუფლებაა საფრთხისშემცველი. 
სახელმწიფო პროაგანდისტული მანქანა კი დაზარალებულს დამნაშავეთ გაგასაღებს რადგან სახელმწიფო უშიშროება სახელმწიფო საშიშროებად გვევლინება.


ივანიშვილო შენ გეკითხები რამდენი ქართული ოჯახი დაეტევა იზორია – სესიაშვილის სასახლეებში.

თავდაცვის მინისტრი ოფიციალური მაკლერია ქართველი ერი კი ლტოლვილობაში კლავს მის მომავალს – ეს არაა ქართველების ოცნება! ეს არაა საქართველოს დაცვა! ამის თქმა სიგიჟე არაა !!!

ეს ის უსაფრთხო ქვეყანა სადაც დედა რუსთაველის – თეატრში ბანკირები ტრაპეზობენ,


ხოლო ,,მსახეობები” კომფლიქტურ სცენებს სამოქალაქო აქტივისტებს სახელმწიფო პროპაგანდისტებთან ერთად პირდაპირ ქუჩაში უდგამენ.

ერის ხსნა მის გამოფხიზლებაშია!!! თქვენ უნდა დასრულდეთ იზორია-სესიაშვილის მაგვარი კურუმპატორებითურთ ვინაიდან მათ ვერ შეელიეთ.

დაე აღდგეს ქართველი ერი.

19 აპრილს ხვალ 18:00 საათზე მოგადგებით გახრწნილი ოცნების ოფისთან ერეკლეს მოედანზე და საჯაროდ აგაფარებ ამ პლაკატებს იმ თვალებზე რომლითაც სხვაგან ბეწვს ხედავთ საკუთარში კი დირეს ვერ გრძნობ.

სოლიდარობა მონპელიეში გასამართ საპროტესტო აქციას.

სოლიდარობა ევროპის ქუჩებში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს.”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.