ივანიშვილსა და ბოკერიას შორის გარიგება, რომ არ მომხდარიყო უგულავა დღეს ციხიდან ვერ გამოვიდოდა – გუგავა

სააკაშვილი არ არის ლიდერობის ღირსი და ის მხოლოდ თავის თავის ტკივილია,- ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას თქმით, ეს სიტყვები, რომელიც გიგი უგულავამ სააკაშვილის მისამართით თქვა არ იყო მოულოდნელი.

გუგავა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე გადაცემა ,,პრიორიტეტში”ისაუბრა და მან აღნიშნა, რომ ბოკერიასა და ივანისვილს შორის გარიგება ჯერ კიდევ არცევნებამდე მოხდა, სწორედ ამ გარიგების გამო გამოიყვანეს ციხიდან უგულავა. ,,რომელიც ვაჟკაცურად შევიდა ციხეში და გამოვიდა, როგორც ივანიშვილის პოლიტიკური ხარჭა”- აცხადებს გუგავა.

მისი თქმით, რომ არ მომხდარიყო ივანიშვილთან გარიგება არც უგულავა გამოვიდოდა ციხიდან და არც ბოკერია იქნებოდა გარეთ.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.