ილია მეორემ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს დონალდ ტრამპთან და მის მეუღლესთან საჩუქრები გაატანა (ვიდეო)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს სიონის საკათედრო ტაძარში შეხვდა.

https://www.youtube.com/watch?v=m4zKj1jfZWI

მაიკ პენსი ტაძარში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

სინოდის წევრებმა და პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სტუმრებს ტაძრის შექმნის ისტორია უამბეს. ამასთან, სიონის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გაიხსნა, რომელიც სპეციალურად სტუმრებისთვის, წელიწადში მხოლოდ ორჯერ იხსენება.

ილია მეორემ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს საჩუქრები გადასცა.

მაიკ პენსს ოქროს სამაჯური ილია მეორის ხელმოწერით, ხოლო ქერენ პენსს თამარ მეფის ოქროს ჯვარი.

ასევე პატრიარქმა ჰკითხა მათ, იყო თუ არა შესაძლებელი სამაჯური და ოქროს ჯვარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის და მისი მეუღლისთვისაც გადაეცათ, რაზეც ილია მეორემ ვიცე-პრეზიდენტისგანთანხმობა მიიღო.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სიონის ტაძრის დათვალიერების სურვილი თავად გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.

მაიკ პენსი საქართველოს დღეს დატოვებს.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.