ილონ მასკმა მიწისქვეშა ჩქარი ელექტრობუსი წარადგინა (ვიდეო)

Space X-ის მესაკუთრემ და Tesla-ს მთავარმა აქციონერმა ილონ მასკმა მიწისქვეშა ელქტრობუსის კონცეფცია წარადგინა. ვიდეორგოლი, თანდართული განმარტებებით, მან თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა.

ახალი საქალაქო ტრანსპორტის შექმნით მასკის კიდევ ერთი კომპანია – The Boring Company არის დაკავებული. ვარაუდობენ, რომ ელექტრობუსი მიწისქვეშა გვირაბებში 241 კმ.სთ სიჩქარით იმოძრავებს. კომენტარში მასკი განმარტავს, რომ მანქანა გვირაბებსა და ლიფტებს შორის ავტომატურად გადაირთვება.

მიწისქვეშა ელექტრობუსი მეტროსგან განსხვავებული იქნება. The Boring Company-ს პროექტში ათასი სადგურის მშენებლობაც შედის, რომლის ფართობიც ერთი საპარკინგე ადგილის ტოლი იქნება.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.