“იმედის” სკანდალურ ფილმი – “იმედის” იმ ჟურნალისტებს, რომლებიც “ნორმალურები არიან და ასეთი ბევრია”, შველა სჭირდებათ

2008 წლის აგვისტოს ომზე ტელე “იმედის” სკანდალურ ფილმს, “რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ეხმაურება. ნიკა გვარამია წერს, რომ “იმედის” იმ ჟურნალისტებს, რომლებიც “ნორმალურები არიან და ასეთი ბევრია”, შველა სჭირდებათ. 

ფილმს გვარამია მოღალატეობრივს უწოდებს. 

“რ2ის ჟურნალისტებს ნამდვილად არ სჭირდებათ შველა – პატრიოტები არიან და გმირულად ემსახურებიან თავის საქმეს, სადაც არ უნდა იყვნენ. ამიტომაც, ყველაფერი კარგად იქნება, იმის მიუხედავად, რომ მათი არხი აღარ არსებობს.

აი, იმედის ჟურნალისტები (ვინც ნორმალურია, და ასეთი ბევრია) მართლა გამოსახსნელი არიან ამ კოშმარისგან და პირიქით, რაც უფრო დიდ ხანს იარსებებს ეს ქართული ოერტე, მით უარესი ამ ჟურნალისტებისთვის.

ეს რა ფილმი ვნახე. ეს რო არხზე გავა, იქ ყოფნას რა ახსნა აქვს, თუ რა თქმა უნდა იგივეს არ ფიქრობ?!

ps “ნოემბრიდან ნოემბრამდე” ხალხი სად ხართ? ჰა? ის უფრო გემცხეთათ, ვიდრე ეს ღია ღალატი?

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.