„იმიტომ კი არ ვცხოვრობთ ცუდად, რომ მონები ვართ, მონები რომ ვართ, იმიტომ ვცხოვრობთ ცუდადო“

ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ორღობის პოლიტიკამისეთი ოპოზიციური პარტიები გააერთიანა, რომელთა ერთობასაცყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ ვნახავდით. სცენარის ავტორი დარეჟისორი, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის დირექტორია და რაც ხდება, ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ყველაფერი მისი ბრალია. ის დღეც დადგა, როცა ნინო ბურჯანაძე და«ნაციონალური მოძრაობა» ერთ მაგიდასთან აღმოჩნდნენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზეზით, მაგრამმთავარია, რომ მოლაპარაკებათა რაუნდი დაიწყო, სახელით: ყველას მინუს «ქართული ოცნება». «ალიას» კითხვებს პასუხობს პარტია «დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს» ლიდერი ნინო ბურჯანაძე:

– ქალბატონო ნინო, თქვენი გუნდის წევრებსაც კი ვერ წარმოედგინათ, რომ «ნაციონალებთან» ერთადაღმოჩნდებოდით ბრძოლის ველზე. მაშ ასე, რითი ხსნით ამ გადაწყვეტილებას?

– ფაქტია, რომ ქვეყანაში არის აბსოლუტურად არაორდინარული ვითარება, ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც ერთმა ადამიანმა ქვეყანა ჯიბეში ჩაიდო და გადაწყვიტა – მართოს, როგორც საკუთარი მეურნეობა. ამისდაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ბუნებრივია, ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა, ეს ვითარებაშეიცვალოს არჩევნების გზით. ამისთვის აუცილებელია, ჩვენ დავიბრუნოთ თავისუფალი და დემოკრატიულიარჩევანის უფლება და საზოგადოებამ მიიღოს არჩევნებზე გადაწყვეტილება, რომ ეს აბსოლუტურად ანომალიურიდა სამარცხვინო ვითარება ქვეყანაში შეიცვალოს. იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც ახლა არსებობს, ბიძინაივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ყველა ნორმალური და პასუხისმგებელიპოლიტიკური ძალის ამოცანაა, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და ჩვენმოვიპოვოთ თავისუფალი არჩევნები. ერთი მაგიდის ირგვლივ გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამთვალსაზრისით იმიტომ, რომ ცალკე აღებულ არცერთ პოლიტიკურ ძალას დღეს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ შესწევს იმის ძალა, რომ რადიკალურად შეცვალოს ვითარება, მხარდასაჭერად მოიზიდოს ამომრჩევლის დიდირაოდენობა და ასე ვთქვათ, შეაფიქრიანოს ხელისუფლება. ხოლო, ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას აქვსიმის ძალა, რომ მილიონი ხელმოწერა შეკრიბოს და ხელისუფლებას ხმამაღლა ელაპარაკოს. ერთი მაგიდის ირგვლივგაერთიანება, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევიცვალეთ ჩვენი სიმპათიები, ანანტიპათიები, ან პოლიტიკური ხედვები, შეფასებები და ორიენტაციები, მაგრამ ამ ვითარებაში ერთიანობა ნიშნავსიმას, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძვით იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს საქართველოში, ვისი მომხრეც არუნდა იყოს ის, ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი ხმა დაიცვას.

– მაინტერესებს, გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას (რაც მისთვის არავისწაურთმევია) პარტიის სახელით ახმოვანებს? გუბაზ სანიკიძის განცხადებებით თვით მიხეილ სააკაშვილიც კიაღფრთოვანდა, მან თქვა, ყველაფერს მოველოდიო, მაგრამ გუბაზ სანიკიძე თუ ჩემი მისამართით ასეთიკეთილგანწყობილი გახდებოდა, ვერასდროს წარმოვიდგენდიო. და კიდევ, საქმის კურსში ხართ, გუბაზი და მიშარომ ერთმანეთს შეხვდნენ?

– არ დაგეთანხმებით არავითარ შემთხვევაში, სააკაშვილი არის უბრალოდ პროვოკატორი, ისევე, როგორცაბსოლუტური პროვოკაცია იყო მისი მხრიდან, როდესაც მან თქვა, რომ თითქოსდა, ის და გუბაზ სანიკიძე დასხდნენდა ერთად რაღაცას ლაპარაკობდნენ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გუბაზ სანიკიძე საერთოდ არ გასულაქვეყნიდან ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში და არანაირი შეხვედრა სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის არყოფილა.

– გუბაზ სანიკიძის ძმას გორდას ხომ არ გულისხმობდა მიშა, რომელიც «ნაცმოძრაობის» წევრია?

– არ არის გუბაზ სანიკიძის ძმა «ნაცმოძრაობის» წევრი და საერთოდ არ არის ის საქართველოში, ამერიკაშიცხოვრობს. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის განცხადებებს, მე არ ვიცი, სად მოისმინა სააკაშვილმა მისი გასახარებელიგანცხადებები გუბაზის მხრიდან. ის განცხადება, როცა გუბაზმა თქვა, რომ ჩამოვიდეს სააკაშვილი და დაუბრუნდესმოქალაქეობაო, სულაც არ ნიშნავს სააკაშვილის ქებას.

– უკაცრავად, მაგრამ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა არავის წაურთმევია…

– მოდით, ახლა ამ დეტალებში ნუ შევალთ, აქ იყო პოლიტიკური განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ, თუ თავიაქვს სააკაშვილს, ჩამოვიდეს და გუბაზის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მე არ მეშინია სააკაშვილის ჩამოსვლის, როცაის პრეზიდენტი იყო, მაშინ ვებრძოდიო. მე ვეთანხმები, რომ არც მე მეშინია სააკაშვილის, არანაირი სურვილი არმაქვს მისი არც ჩამოსვლის და არც გამოჩენის, მაგრამ ნამდვილად არ მეშინია სააკაშვილის და ნუ გვაშინებსივანიშვილი მუდმივად სააკაშვილის საფრთხობელათი! ეს არის ბიძინა ივანიშვილის ძალიან სერიოზული კოზირი, რაც გამოიყენა ყველა არჩევნებში, მათ შორის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებშიც, არიქა მგელი მოდის, მგელიმოდის, სააკაშვილი ჩამოვაო და შეშინებული ხალხი ბიძინა ივანიშვილს აძლევს ხმას. ეს თამაში ერთხელ დასამუდამოდ უნდა დამთავრდეს და საზოგადოებამ უნდა გაიცნობიეროს, რომ სააკაშვილი ვერანაირად ვერ ჩამოვადა ხელისუფლებას ვერ დაუბრუნდება! შეიძლება ფიზიკურად ჩამოვიდეს, მაგრამ ხელისუფლებაში ნამდვილადვერ მობრუნდება. ბიძინა ივანიშვილს ეს კოზირი საზოგადოებამ უნდა ჩამოართვას და საერთოდ, საზოგადოებაშეშინებული არ უნდა იყოს ვინმეს ჩამოსვლით, ან წასვლით, თუ ვინმე ჩამოდის, ვინც არ მოგვწონს, საზოგადოებახარ, დახვდი მყარად და მიუთითე პოლიტიკიდან გასასვლელი კარისკენ.

– თუმცა საინტერესოა, სანიკიძის პათოსს თქვენ იზიარებთ? თუ ჩავუღრმავდებით მის ზოგად პოლიტიკურგანცხადებებს, რაც ბოლო პერიოდში გააკეთა, ფაქტობრივად, ის საკუთარი თავის წინააღმდეგ უფრო აკეთებსგანცხადებებს…

– ჩვენ ახლა გუბაზ სანიკიძეზე ვლაპარაკობთ, თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?

– მაგრამ გუბაზ სანიკიძე ამ შემთხვევაში თქვენი პარტიის ერთ-ერთი წევრია და საინტერესოა, მის პოზიციასიზიარებთ?

– რომელ პოზიციას?

– რა სერიულ განცხადებებსაც აკეთებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ…

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილისთვის სასარგებლო არცერთი განცხადება გუბაზ სანიკიძეს არ გაუკეთებია, თუ ადამიანი ამას სწორად და ობიექტურად მოისმენს. არცერთი საქებარი სიტყვა სააკაშვილთან დაკავშირებით მასარ უთქვამს. მოდით, გადავიდეთ ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებზე…

– ქვეყანა რომ სტაგნაციაშია, ეს ცალსახაა და ჩვენ არ აგვირჩევია ის ხალხი, ვინც დღეს «ქართულ ოცნებას» წარმოადგენს. «ქართული ოცნება» გაიყო და საკონსტიტუციო უმრავლესობაც დაკარგა, გჯერათ, რომოპოზიციაში წასვლით ბესელია და მისი გუნდი დამოუკიდებელია? და საერთოდ, იმისთვის, რომ ქვეყანასწრაფად წავიდეს წინ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა?

– რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რასაკვირველია, სასურველი იყო იმიტომ, რომ ქვეყანა ძალიან კარგავს დროს, მართლაც სტაგნაციაში და ჩიხშია. უბრალოდ, სამარცხვინო მდგომარეობაა, სამარცხვინო განცხადებები და ნაბიჯებიიდგმება ხელისუფლების მხრიდან და თავისუფლად შემიძლია გითხრათ, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლებაქვეყანას ჯერ არ ჰყოლია!!! სამწუხაროდ, რეალობა ისეა, რომ ამ სისტემით ჩატარებულ არჩევნებს კვლავ შეიძლებასერიოზულად გაყალბების საფრთხე ემუქრებოდეს. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ რეალურად ჩვენახლა მოვახერხოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, საარჩევნო სისტემა შეცვალოს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი, ალბათ, კვლავ ისეთივე ვითარება იქნება მეტ-ნაკლებად, როგორიც ახლაა. რაც შეეხება იმას, მჯერა თუ არა ვინმეს გულწრფელობის, როცა ოპოზიციაში მიდის, მე ყოველთვის მინდა დავიჯერო ადამიანისგულწრფელობა, პატიოსნება, სწორი მოქმედება და ხანდახან ზედმეტადაც კი მაქვს ამის მოლოდინი, მაგრამ ერთრამეს ვიტყვი, ყოველგვარი პიროვნებების დასახელებისა და ყოველგვარი მარჩიელობის გარეშე. დღეს ქვეყანასმართავს ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას არ მართავს არც ირაკლი კობახიძე, არც ბახტაძე, არც გახარია და არც სხვაარავინ. ამიტომ ნებისმიერი კრიტიკა მარტო ბახტაძის, ან კობახიძის, ან გახარიას, ან რომელიმე სხვა მინისტრის, ესარ არის უბრალოდ სწორი და პირდაპირ. შემიძლია ვთქვა, რომ კობახიძის და გახარიას ოპოზიციონერობა კი არარის დღეს მნიშვნელოვანი, არამედ ივანიშვილის ოპოზიციონერობა. მესმის იმათი, ვინც აქამდე ივანიშვილისგუნდში იყვნენ, ადამიანურად ძნელია, რომ გუშინ ერთ გუნდში იყავი და დღეს მას რადიკალურადდაუპირისპირდე, მაგრამ რას იზამ, პოლიტიკა არ არის მარტივი საქმე და თუ მიიღებ გადაწყვეტილებას, რომმიდიხარ ოპოზიციაში, მოგიწევს ყველაფრისთვის სახელის დარქმევა. თუ ადამიანები, რომლებიც «ქართულიოცნებიდან» წამოვიდნენ, ღიად, გამჭვირვალედ და ერთმნიშვნელოვნად იტყვიან, ერთმნიშვნელოვნად დაარქმევენყველაფერს თავის სახელს და იქნებიან ივანიშვილის ოპოზიცია, მაშინ იქნებიან ისინი ოპოზიციონერები. თუ ისინიშეინარჩუნებენ იმ პოზიციას, რომ ყველა დანარჩენი ცუდია და ივანიშვილი კარგია, მაშინ ასეთ შემთხვევაში, რათქმა უნდა, მათ ოპოზიციონერობას ვერ დავიჯერებ.

– როგორ ფიქრობთ, შეძლებს ივანიშვილი, რომ ხელოვნურად გააჩინოს პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიები, დაგშალოთ და თქვენ ვერ მიაღწიოთ სასურველ შედეგს?

– რაც შეეხება ამ გაერთიანებას, რომელიც შედგა საარჩევნო ხელმოწერებთან დაკავშირებით, მიუხედავადივანიშვილის მილიარდებისა, ამ გაერთიანებას ვერავინ დაშლის, იმიტომ, რომ ეს საკითხი იმდენადმნიშვნელოვანია, პოლიტიკურად იმდენად პრინციპული, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამოცეულს გამოაკლდება, რა მიზეზიც არ უნდა მოძებნოს, უბრალოდ, ხარაკირს გაიკეთებს და ეს იქნება იმ პარტიისპოლიტიკური თვითმკვლელობა. რაც არ უნდა გაბრაზდე რომელიმე პარტიაზე, თავისუფალი არჩევნები ხომგვინდა? იმიტომ არის, რომ ივანიშვილმა ძალიან ნეგატიურად და გაღიზიანებულმა აღიქვა ეს ოპოზიციურიერთობა, ამ ერთობის დაშლა არის შეუძლებელი. როგორც კი რომელიმე პოლიტიკური პარტია ამ ერთობიდანგასვლას დააპირებს, ის, ფაქტობრივად, თავისუფალ არჩევნებზე ამბობს უარს. ასეთი პარტია უბრალოდ ვერგააგრძელებს არსებობას, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი შექმნისსატელიტურ პარტიებს, ამისთვის ფულადი რესურსი ნამდვილად აქვს, მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, ძალიანმნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ თვალი გაახილოს და სწორი ანალიზი გააკეთოს. თუ დავბრმავდებით დავერაფერს დავინახავთ, ვიქნებით მაშინ დაბრმავებულები.

– თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ ივანიშვილი გაბრაზდა და მწვავედ აღიქვა ოპოზიციური გაერთიანება?

– რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოა და ყველა ადგილიდან გამოდის გარკვეული ინფორმაციები, ამით არცივანიშვილია გამონაკლისი.

– ძნელია, შეაფასოთ ირაკლი კობახიძე, როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მაგრამ მაინტერესებსთქვენი აზრი, თქვენი პარტიის წევრი მამა – გია კობახიძე სჯობდა თუ შვილი, როგორც პოლიტიკოსი?

– ჯერ ერთი, არ ვაპირებ ირაკლი კობახიძის შეფასებას და მით უმეტეს, მამა-შვილის ერთმანეთთან დაპირისპირებას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ.

– როგორ ფიქრობთ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში შეიქმნება პრეცედენტი და ირაკლი კობახიძე შეიძლებაიმპიჩმენტით გადააყენონ?

– ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა, ირაკლი კობახიძეს გადააყენებენ თუგადმოაყენებენ, სამწუხაროდ, თავისი იმიჯი მან უკვე შექმნა.

– «ქართული ოცნება» ამ შემადგენლობით ხალხს არ აურჩევია და თუკი ხალხის მოთხოვნა იქნება ვადამდელისაპარლამენტო არჩევნები, ამ შანსს როგორ გამოიყენებთ?

– 2016 წლიდან ამას ვამბობდი, რომ არჩევნები არ არის ლეგიტიმური, ეს არ არის ხალხის ნების გამომხატველიპარლამენტი, ეს არის პარლამენტი, სადაც ივანიშვილმა თავისი სურვილებით შეუშვა პოლიტიკური ძალები, ვიღაცამოსწონდა და მისთვის ხელსაყრელი იყო, მაგალითად, «პატრიოტები» გადაიყვანა ბარიერზე, ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა მისთვის მიუღებელი იყო და სამჯერ გაგვიმესამედა ხმები და 15 პროცენტის ნაცვლად 4 პროცენტზე ნაკლები დაგვიწერა. მე ამას მაშინვე ვამბობდი, მაგრამ საზოგადოებას, ეტყობა, დრო სჭირდება, რომდარწმუნდეს თუნდაც ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსის სიტყვებში. ხომ დაინახეს, ვინ იყო რეალური ოპოზიცია, ვინ იყო რეალური მებრძოლი, ახლა მე მგონი მეტ-ნაკლებად ხალხმა ეს დაინახა. მაგრამ დრო გავიდა, პრაქტიკულად წელიწად-ნახევარი, ამ წელიწად-ნახევარში რადიკალურად უკვე დიდი წარმოსადგენია როგორმოხდება ვადამდელი არჩევნები იმიტომ, რომ ხალხი მაინც არ არის ჯერ ისეთი აქტიური, რომ ხმამაღლამოითხოვოს ვადამდელი არჩევნები.

– სანამ მიშა სააკაშვილი იარსებებს მეორე ორბიტაზე, ხალხი ალბათ, დაფიქრდება, ვის მისცეს ხმა – ბიძინასთანაფილირებულ პარტიას თუ მიშას სატელიტებს…

– ქვეყანა განადგურების გზაზეა დამდგარი, ვერ წარმომიდგენია, როგორ პატიობს ხალხი ბიძინა ივანიშვილს იმას, რაზეც ახლა ადამიანები გაჩუმებული არიან. კაცმა მთელი ქვეყანა გადათხარა-გადმოთხარა, როგორც საკუთარიბაღი და ისე იქცევა, როგორც საკუთარ სახლში, ამაზე საზოგადოება ხმას არ იღებს. გინდა სააკაშვილი დაარქვიიქითა მხარეს და რაც გინდა, ის დაარქვი. იმას ვიძახით, რომ 300 არაგველის და 9 ძმა ხერხეულიძის შთამომავლებივართო და 50-ათასიანი ჯარი დავამარცხეთ ხუთი ათასმა ქართველმაო და რა გახდა ეს სააკაშვილი ამისთანა, რომმთელი საქართველო შეშინებულია? სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს! გამოვედით ჩვენ სააკაშვილის წინააღმდეგ, მართალია, დიდი დარტყმა მივიღეთ, მაგრამ შეშინებულები არ ვიყავით, პრეზიდენტი იყო, ჯარიც ჰყავდა, ხელისუფლებაც, მთავრობაც, პოლიციაც ჰყავდა და არ შევშინებულვართ და უკაცრავად პასუხია, ვერ ვიტყვი ცუდსიტყვას, მაგრამ, თუ ამ მდგომარეობაში იქნა ერი შეშინებული და კურდღელივით კუთხეში მიმალული, – ვაიმესააკაშვილი არ მოვიდესო, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, რა ქვეყანაზე, რა დამოუკიდებლობაზე, რასახელმწიფოზე, რუსეთს ვეჯიბრებით აგერ და მჯიღს ვირტყამთ გულზე, სეირს გაჩვენებთ, ასე ვიზამთ და ისევიზამთო და სააკაშვილმა შეგვაშინა?!

– სამწუხაროდ, ეგრე გამოდის, სანამ ის აქტიურია, ამით ყოველთვის ბიძინას წისქვილზე დაასხამს წყალს…

– თუ ასე გამოდის, საზოგადოება შეშინებული თუ იქნება, შეშინებული საზოგადოება მეტი უკეთესის ღირსი არცარის, სამწუხაროა და ცოდონი არიან ის ადამიანები, რომლებიც არ არიან შეშინებულები და ვინც ღირსეულადიქცევიან და მზად არიან ბრძოლისთვის. ბრძენი ადამიანის გამონათქვამი მახსენდება – იმიტომ კი არ ვცხოვრობთცუდად, რომ მონები ვართ, მონები რომ ვართ, იმიტომ ვცხოვრობთ ცუდადო. სანამ მონები ვიქნებით და სანამსააკაშვილის დაბრუნების შიშის მონა ვიქნებით, ან ბიძინა ივანიშვილის ფულის მონა, ვიქნებით სულ ამმდგომარეობაში და მაშინ, ნუ დავაბრალებთ ამას ნურავის, დავაბრალოთ საკუთარ თავს.

– კარასინის მუქარანარევ განცხადებას როგორ აფასებთ და რას ფიქრობთ, ეს ყველაფერი, რაც ანაკლიის პორტისთემას უკავშირდება, მამუკა ხაზარაძის გადაყენებით დაწყებული, რუსეთთან რა კავშირშია?

– რაც შეეხება ხაზარაძეს, ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია ნებისმიერიდიდი და სერიოზული ბიზნესი საქართველოში, მისთვის მნიშვნელოვანია, თვითონ აკონტროლებდეს ყველას დაყველაფერს, რომ ვინმეს არ გაუჩნდეს რაიმე სურვილი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე, ან დამოუკიდებელიგადაწყვეტილება მიიღოს. ვერავინ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე იმას, რომ «თიბისი ბანკისა» და მამუკახაზარაძის წინააღმდეგ, როგორც თავად ხაზარაძემ თქვა ორკესტრირებული შეტევის უკან ბიძინა ივანიშვილისპირადი ინტერესი არ დგას. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული და ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ ეს არისმცდელობა სერიოზული და დამოუკიდებელი, ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი მოიშალოს და ივანიშვილისფინანსური დამოკიდებულების ქვეშ გადმოვიდეს. რაც შეეხება კარასინის განცხადებას, მე ამას უფროგაფრთხილებას დავარქმევდი, ვიდრე მუქარას. იმიტომ, რომ ძალიან კარგად მახსოვს კარასინის გაფრთხილება 2008 წელს, როდესაც მან პირდაპირ გვთხოვა, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ომი, მით უმეტეს იქ, სადაც ჩვენისამშვიდობოები დგანან, თორემ უმძიმესი შედეგებით დამთავრდება ეს საქართველოსთვისო, რაც ჩვენ არგავიგონეთ და რისი იგნორირებაც გავაკეთეთ. კარასინის განცხადება არის აბსოლუტურად იმ უგუნური დაანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან. ივანიშვილსრუსეთთან აქვს გარკვეული კავშირები, მაგრამ ეს კავშირები გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომმან შეინარჩუნოს ძალაუფლება, გააძლიეროს და გაამყაროს თავისი ფინანსური მდგომარეობა. მეტი ინტერესიივანიშვილს არა აქვს, ეს ძალიან ნათლად ჩანს რუსულ-ქართული ურთიერთობებიდან, ეს არის აბსოლუტურადდამღუპველი საქართველოსთვის. მე შემიძლია დარწმუნებით და რეზიუმეს სახით გითხრათ, რომ ეს ვითარება თუარ შეიცვალა, ქვეყანა აღმოჩნდება ისეთ ვითარებაში, საიდანაც დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს გამოვა.

„ალია“ #8, ნინო სამხარაძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.