ინდოეთმა აშშ-ს სტუდენტების დაკავებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ინდოეთმა აშშ-ის წინააღმდეგ დიპლომატიური პროტესტის ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც 129 ინდოელი სტუდენტი აშშ-ის გაყალბებულ უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის დააპატიმრეს. ამის შესახებ BBC წერს. 

ფერმინგტონის უნივერსიტეტი, რომელიც მიჩიგანის შტატში იყო დარეგისტრირებული, იმართებოდა უსაფრთხოების დეპარტამენტის საიდუმლო აგენტების მიერ, რათა აშშ-ში მიგრანტების სფეროში მოქმედი თაღლითური ქსელი გამოაშკარავებულიყო.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ვინც ამ უნივერსიტეტში აბარებდა, სასწავლო დაწესებულების უკანონობის შესახებ იცოდა. თუმცა ინდოელი ჩინოვნიკების განცხადებით, შესაძლოა სტუდენტები მოატყუეს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის საელჩოს დელიში საპროტესტო წერილი გაუგზავნა. მიმართვაში გამოთქმულია შეშფოთება სტუდენტების დაკავებასთან დაკავშირებით. ინდური მხარე აშშ-ისგან დაკავებული ინდოელი სტუდენტებისთვის საკონსულო მომსახურების უზრუნველყოფას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.