ინდოეთში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას 7 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ ინდოეთში, მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის გამო, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი გაიზარდოს. ინციდენტი ვაინშალის მხარეში, შტატ ბიხარში 01:28 საათზე  მოხდა –  kommersant.ru The Times of India-ზე დაყრდნობით.

ინციდენტის მიზეზი შესაძლოა გაუმართავი ლიანდაგი გამხდარიყო. Hindustan Times -ის მონაცემებით, მატარებელი ნიუ-დელის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ყველა სამგზავრო მატარებლის გადაადგილება შეჩერებულია. ინდოეთის რკინიგზაში უკვე განაცხადეს, რომ დაზარალებულებს და გარდაცვლილების ახლობლებს კომპენსაციას გადაუხდიან.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.