საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი 86%-ით ლიდერობს.
ბოლო წლების მანძილზე, ინსტიტუტების რეიტინგის ტრადიციულად სათავეში მყოფი ეკლესია ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა და 85% შეადგინა. მას მოსდევს მედია, რომლის მუშაობაც გამოკითხულთა 72%-ს მოსწონს.
მეოთხე ადგილს იკავებს პოლიცია 59%-ით.
სხვა ინსტიტუტების მიმართა გამოკითხულთა განწყობები გადანაწილდა შემდეგნაირად:
საჯარო განათლება – 51%
ადგილობრივი ხელისუფლება – 46%
მთავრობა – 37%
პარლამენტი – 37%,
ცენტრალური საარჩევნო კომისია – 36%
პრემიერ-მინისტრის ოფისი – 34%
პოლიტიკური პარტიები – 28%
გუბერნატორები – 27%
პროკურატურა – 27%
ეროვნული ბანკი – 27%
პრეზიდენტის ოფისი – 27%
სასამართლოები – 25%
პროფესიული კავშირები – 22%