ინტერნეტში Vali.ge-ს მსგავსი ყალბი საიტი შეიქმნა

ინტერნეტში Vali.ge-ს მსგავსი ყალბი საიტი შეიქმნა – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინოფრმაციით, ყალბი საიტი შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ურჩევს, რომ რომელიმე ორგანიზაციიდან კვლავ აიღონ სწრაფი სესხი.

“ამ დროისთვის, სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შექმნილია რამდენიმე გვერდი, (მაგალითად: http://wali.ge/) სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები, ამიტომ თხოვნაა, პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.