„ინტერ რაო“, რუსული ენერგოკომპანია საქართველოს მთავრობისგან ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირებისთვის ათეულობით მილიონ დოლარს ითხოვს

“ყაზტრანსგაზის” შემდეგ „ინტერ რაო“, რუსული ენერგოკომპანია საქართველოს მთავრობისგან ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირებისთვის ათეულობით მილიონ დოლარს ითხოვს და საინვესტიციო დავას იწყებს.

საინვესტიციო დავის დაწყების შესახებ შეტყობინება საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებს, უკვე გაეგზავნა.

„თელასის“ მფლობელ კომპანიის ინფორმაციით, მთავრობასთან აქტივების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასა და 2013 წელს გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმში ვალუტის გაუფასურების გამო ზარალის კომპენსირება იყო გათვალისწინებული, თუმცა, ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ 2016 წელს ტარიფების ცვლილების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში “ყაზტრანსგაზმაც” უჩივლა. ყაზახური გამოცემა “abctv.kz” ინფორმაციით, სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზეზი, გახდა ის, რომ კომპანიამ ვერ შეძლო საქართველოში შვილობილი კომპანიის გაყიდვა და ახლა მის დასბრუნებლად იბრძვის.

საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი “ყაზტრანსგაზმა” “ყაზტრანსგაზ თბილისის” დასაბრუნებლად შეიტანა.

“პროცესი დაწყებულია და ეს საკმაოდ დიდ დროს წაიღებს. შეიძლება, მოვილაპარაკოთ, შეიძლება გავარძგელოთ პროცესი. ამის პროგნოზირება ჩემთვის შეუძლებელია“,- განაცხადა “ყაზმუნაი გაზის” ხელმძღვანელმა. Global Arbitration Review-ის ინფორმაციით, სადავო თანხა 180 მილიონი დოლარია.

წყარო: pirveliradio

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.