ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

გადაწყვეტილება ქართული ოცნების ოფისში გამართულ სხდომაზე მიიღეს. თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარდა, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. რაც გუშინ, 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა. შემდეგ კი საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწლეების დასაშლელად აირი, შუშხუები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

რამდენია ადამინი დაშავდა აქციაზე ამ დროსვითის ზუსტი მონაცემები არ არის.

პარლამენტთან აქციაზე 38 სპეცრაზმელი და 400-მდე სამოქალაქო პირი დაშავდა.

ასევე, “ნიუ ჰოსპიტალში” აცხადებენ, რომ  აქციაზე დაზიანებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.