ირაკლი კობახიძე: „ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება შემაშფოთებელია”

ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დროულად ვიმსჯელოთ და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილებები მივიღოთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ გამართულ შეხვედრაზე.

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

ირაკლი კობახიძემ საკითხისადმი დაინტერესებისთვის შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც უსაფრთხო საგზაო მოძრაობის საკითხებს უკავშირდება. მისი განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხის აქტუალურობა მოწმობს იმ ინფორმაციას, რომელიც ყოველდღიურად ვრცელდება და აღნიშნული სტატისტიკა შემაშფოთებელია.

„ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია როგორ იღუპებიან გზებზე ადამიანები, შეგვიძლია შედარებებიც მოვიყვანოთ სხვა ქვეყნებთან და ამ მხრივაც საქართველოში მძიმე სურათია. არის რესურსი, რომ ამ მიმართულებით თვისობრივად გაუმჯობესდეს და რადიკალურად შევცვალოთ მდგომარეობა, ამისთვის ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. საჭიროა დროული მოქმედება, რომ აღმოიფხვრას პრობლემა, ამისთვის კი სრული მობილიზება გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე, საკითხის დროული გადაწყვეტისთვის პარლამენტის სრულ მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ორგანო მზადაა დაჩქარებულ ტემპებში განიხილოს საკანონმდებლო კანონპროექტი.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: