ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკაზე ნეიტრალური პოზიცია მაქვს

“მიზანი ერთია არ გაიზარდოს ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და პირიქით შემცირდეს. თუმცა, ამ მიზნის მიღწევის გზებთან დაკავშირებით დეპუტატებში აზრთა სხვადასხვაობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “პირველი არხის” ეთერში, გადაცემაში “კვირის ინტერვიუში” განაცხადა.

“არიან დეპუტატები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ლიბერალიზაცია განაპირობებს ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა ზრდას. არიან, ვინც მიიჩნევს, რომ მათი რაოდენობა უცვლელი დარჩება. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვთ.

პირდაპირ გეტყვით მე ნეიტრალური პოზიცია მაქვს. არ ვარ არცერთი მხარის სასარგებლოდ გადახრილი. მე არცერთი მხრიდან არ მომისმენია ბოლომდე არგუმენტირებული მოსაზრებები იმაზე, რომ რა გამოიწვევს ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების შემცირებას, ან შენარჩუნებას. დისკუსია კიდევ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არა დიდი ხნის განმავლობაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორი თვის განმავლობაში საბოლოოდ მოვახერხებთ პოზიციის ჩამოყალიბებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.