ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეამცირებს

პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლეულია. პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა.

ვეტოს დაძლევას 97 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის თავმჯდომარე ვეტოს დაძლევის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შენიშვნების გაუთვალისწინებლობა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეამცირებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობები მომავალშიც გაგრძელდება.

პარლამენტის მხრიდან გიორგი მარგველაშვილის შენიშვნების გაუთვალისწინებლობა გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტაციისთვის. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, უმრავლესობას პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებში უნდა მიეღო მონაწილეობა, რათა საკანონმდებლო ორგანოს უკეთესი კანონმდებლობა მიეღო.

 წყარო: 1tv.ge

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.