ირაკლი კობახიძე: ჩვენ დავამარცხეთ საქართველოში სიღარიბე

 

„მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა 1 მლნ 150 ათასი ადამიანი თქვენს დროს, 2012 წელს, ახლა მდგომარეობა არის 800 ათასი ადამიანი. ჩვენ მოვხერხეთ სიღარიბის შემცირება 350 ათასი ადამიანით, თუმცა, ეს, ბუნებრივია, არ არის საკმარისი და გვჭირდება რამდენიმე წელი იმისთვის, რომ ესეც 0-მდე შემცირდეს. 350 ათასი ადამიანით შევამცირეთ სიღარიბე მაშინ, როდესაც თქვენ, 9 წელიწადში, მხოლოდ და მხოლოდ 150 ათასი ადამიანით შეამცირეთ სიღარიბე. ეს არის მსოფლიო ბანკის სტატისტიკა“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

პარლამენტი თავმჯდომარემ ეკონომიკურ საკითხებზე საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში ისაუბრა. კობახიძემ აღნიშნა, რომ 2004-დან 2011 წლებში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა:

„მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2004-დან 2011 წლის ჩათვლით, სიღარიბე გაიზარდა საქართველოში. მსოფლიო ბანკი ამბობს ამას. 2012 წელს იყო უკვე, ეს გარდამავალი პერიოდი იყო, ზრდა და ამან გამოიწვია პოზიტიური ბალანსი საბოლოო ჯამში, რაც შეეხება 2012-2018 წლებში, ეს წლები დაგვჭირდა ჩვენ იმისთვის, რომ თქვენს მიერ დატოვებული პრობლემებიდან ნაწილობრივ ამოვსულიყავით. 1 მლნ 150 ათასი შემცირდა 800 ათასამდე, თუმცა, ამით ჩვენ ბედნიერი და კმაყოფილი, ბუნებრივია, არ ვართ. ჩვენი ამოცანაა, საბოლოოდ, არის ამ 800 ათასის დაყვანაც 0-მდე. ეს არის ჩვენი ამოცანა, თუმცა, 350 ათასით სიღარიბის შემცირება, თავისთავად, არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. ეს არის ის, რაც თქვენ მოახერხეთ იმ პირობებში, როდესაც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მთელ რეგიონში და დღეს ვითარება როგორია რეგიონში, კარგად მოგეხსენებათ. საგნობრივ დისკუსიაში თქვენ ვერ შემოდიხართ, მაშინვე გადადიხართ მანიპულაციაზე 2014-თან შედარებით რა იყო და ასე შემდეგ. ნუ მოერიდებით საგნობრივ დისკუსიას და სიმართლეს გაუსწორეთ თვალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.