ირაკლი კობახიძე 11 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს (ვიდეო)

„მთავარია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ზუსტად ვნახოთ, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ვინ იდგა ამ პროცესების უკან, იყო თუ არა მართული ეს პროცესები და რა თქმა უნდა, უნდა დადგეს სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 11 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, ბათუმში შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა.

„ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ბათუმში, მათ შორის, ძალიან შემაშფოთებელი იყო კონკრეტული პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულება საკითხის მიმართ, მაგალითად, სოლიდარობა, რომელიც მათ გამოუცხადეს დესტრუქციულად მოქმედ ადამიანებს იმ დღის განმავლობაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიების შედეგები, რომლის საფუძველზეც უკვე კონკრეტული სანქციების შესახებ საუბარი იქნება შესაძლებელი.

„თუ იკვეთება გარკვეული სამართალდარღვევის ნიშნები, ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ სამართლებრივ სანქციებზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არის სხვა, პოლიტიკურ საკითხებზეც უნდა ვიმსჯელოთ გამომდინარე გამოძიების შედეგებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.