ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხს დავაყენებ – ბესელია

ეკა ბესელია ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. განცხადება ბესელიამ ჟურნალისტებთან დღეს, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გააკეთა.

“ვაგროვებ ყველა დარღვევის ფაქტს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აქვს ადგილი – აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს”,- განაცხადა ბესელიამ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბესელია და კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც კობახიძემ ბესელიას მიკროფონი გამოურთო. ამის შემდეგ ბესელია თავმჯდომარის ტრიბუნასთან ავიდა, კობახიძემ კი მანდატურებს დაუძახა

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.