ირაკლი მამალაძე ვერსიაზე, რომ იარაღი დეკანოზს მან მისცა: ,,ეს არის მტკნარი სიცრუე” (Video)

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის თქმით, იარაღი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინაში ამოიღეს, დეკანოზისთვის მას არ მიუცია.

,,ეს არის მტკნარი სიცრუე, ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არანაირი შეხება არ მქონია იარაღთან და მითუმეტეს არ მიმიბარებია ის და ვერ მივაბარებდი სასულიერო პირებს”, – განაცხადა ირაკლი მამალაძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, ისინი აუცილებლად დაამტკიცებენ, რომ იარაღი ირაკლი მამალაძემ მისცა დეკანოზს.

ტოკ-შოუ ,,პრიორიტეტის “ეთერში ე.წ. ციანიდის საქმეში გაჩენილ ახალ დეტალებსა და იმ მტკიცებულებეზე საუბრობენ, რომელიც დღეს საქართველოს პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.