ირანის ბირთვული პროგრამის საიდუმლო არქივი- ნეთანიაჰუს სკანდალური პრეზენტაცია

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი „ბირთვულ პროგრამასთან“ დაკავშირებით მსოფლოს ატყუებს. ნეტანიაჰუმ ირანის ბირთვული პროგრამის საიდუმლო არქივი ერისადმი საგანგებო მიმართვაზე წარმოადგინა. მან განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული გარიგება ტყუილზეა დაფუძნებული და ირანი ყველა ღონეს ხმარობს, რომ დამალოს თავისი ბირთვული პროგრამა. ნეთანიაჰუმ ის დოკუმენტები წარმოადგინა, რომლებიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ ირანი ვენის კონვენციას არღვევს. მტკიცებულებები ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა. კონვენცია ირანმა წამყვან ქვეყნებთან გააფორმა, სადაც თეირანმა თავისი ბირთვული ობიექტების ინსპექტირების უფლება საერთაშორისო ორგანიზაციას მისცა და თავის მხრივ დასავლეთმა მას სანქციების ნაწილი მოუხსნა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს განცხადების შემდეგ, ირანის „ბირთვული პროგრამიდან“ ვაშინგტონის გამოსვლა არ გამორიცხა. დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ირანის საიდუმლო ბირთვულ საქმიანობაზე ინფორმაცია მათაც ჰქონდათ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.