ირანი ბირთვული შეთანხმებიდან გადის

ირანმა მუშაობა განაახლა ბირთვული პროგრამის იმ ნაწილზე, რომელიც 2015 წელს ევროპასთან, აშშ-სთან, ჩინეთსა და  რუსეთთან შეთანხმების ფარგლებში იყო გაფორმებული.

„ეს არის პასუხი აშშ-ს ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლაზე,“ – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუხანიმ.

მისი თქმით, ამით თეირანი ბირთვული შეთანხმების რამდენიმე პუნქტის შესრულებაზე  უარს ამბობს – ზუსტად ერთ წელიწადში იმის შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა გარიგებიდან  გასვლის თაობაზე  – იუწყება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA.

შესაბამისად, ირანი წყვეტს 2015 წლის შეთანხმებას  და მის ფარგლებში ხელმოწერილი სამოქმედო გეგმის ნაწილის შესრულებას.

თუმცა, როუხანის თქმით, ის აძლევს შეთანხმებაში მონაწილე მხარეებს 60 დღეს დამატებითი კონსულტაციებისთვის.

„თუ ვერ მივაღწევთ კონსენსუსს მოლაპარაკების მაგიდასთან  ჩვენი ძირითადი ინტერესების ირგვლივ, განსაკუთრებით ნავთობის და საბანკო ოპერაციების საკითხებში, უარს  კიდევ რამდენიმე პუნქტის შესრულებაზე ვიტყვით“ – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

სააგენტო Reuter-ს ინფორმაციით, ევროპელ ლიდერებს ამ გადაწყვეტილების თაობაზე  რამდენიმე დღის წინ არაოფიციალურად შეატყობინებს, შესაბამისად, როუხანის განცხადება მათთვის სიურპრიზი არ იყო.

აშშ-მ ირანის ეკონომიკის  დასუსტების მიზნით, უკვე შემოიღო ახალი სანქციები, მათ შორის შეზღუდვა დაწესდა ნავთობის ექსპორტზე.

თუმცა, სხვა ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობდნენ გარიგებაში ირანთან – გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი –   შეთანხმების ერთგულები დარჩნენ და ვაშინგტონს თავშეკავებისკენ  მოუწოდეს.

აშშ-ს გეგმებს აიძულოს ირანი შეწყვიტოს ურანის წარმოება და შეაჩეროს ატომური ელექტროსადგურის გაფართოება.

თავის დროზე, ტრამპმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა თეირანმა არაფერი გააკეთა ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შესამცირებლად, რაც იყო ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება შეთანხმების ფარგლებში.

ირანის ხელისუფლების განმარტებით კი, ბალისტიკურ პროგრამას არა აქვს არაფერი საერთო ბირთვულთან  და ის  მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს, ხოლო ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში თავისი მოკავშირეების მხარდაჭერა არ შეიძლება ვაშინგტონის საქმე იყოს .

2015 წელს სანქციების დიდი ნაწილის გაუქმების სანაცვლოდ, ირანმა შეზღუდა ურანის გამდიდრება და ამ პირობის შესრულება რამდენიმეჯერ დაადასტურეს გაეროს ინსპექტორებმა.

ირანი ასევე აცხადებს, რომ არასდროს უმუშავია ბირთვული იარაღის შექმნაზე.

ირანის მხრიდან შემაშფოთებელი განცხადებების და გაფრთხილებების ფონზე ტრამპის ადმინისტრაციას რეგიონში ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფი  და ბომბდამშენები შეჰყავს .

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ „ამერიკა დაუძლეველი ძალით უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას“.

ბოლტონი, რომელიც  ირანთან ნებისმიერი თანამშრომლობის წინააღმდეგია, თვლის, რომ აშშ-მ უნდა გაუგზავნოს თეირანს „მკვეთრი და ნათელი ნიშანი მზადყოფნის თაობაზე“.

ირანი გააფრთხილა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც.

„ჩვენ უკვე ვიხილეთ ირანის ესკალაციური ქმედებები და პასუხს ვაგებინებთ  აშშ-ს ინტერესების უგულველყოფის გამო.

ამ თემას გამოეხმაურა  ისრაელის პრემიერ მინისტრიც – „ ისრაელი არ დაუშვებს ირანის ბირთვულ შეიარაღებას“.

ჩვენ ირანს უფლებას არ მივცემთ რომ ბირთვული შეიარაღება ჰქონდეს. ჩვენ გავაგრძელებთ იმასთან ბრძოლას, რაც ჩვენ მოგვკლავს, – განაცხადა ნეთანაიჰუმ.

მისი თქმით, ისრაელში გასული დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ მტერს მათი ვნება და ისრაელის განადგურება სურს.

გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.