ირმის ნახტომის შუაგულში რაღაც კაშკაშებს, მაგრამ შეიძლება ის არა, რაც მეცნიერებს აქამდე ეგონათ

ირმის ნახტომის შუაგულში რაღაც გიზგიზებს – გამა-რადიაცია იქ იმაზე მეტად არის მიმოფანტული, ვიდრე პირდაპირი დაკვირვებებით აიხსნება. ამ მოვლენას გალაქტიკური ცენტრის ნამატს (GCE) უწოდებენ და მის ახსნას ასტრონომები უკვე წლებია ცდილობენ.

ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, სიკაშკაშე წარმოიქმნება ბნელი მატერიის შთანთქმის შედეგად. შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ამ პროცესში დამნაშავე მილიწამური პულსარები იყვნენ, რომლებიც როგორღაც ემალებიან ჩვენს ტელესკოპებს. ახლახან, ახალმა კვლევამ თამაშში კვლავ ბნელი მატერია ჩართო.

მსგავსი: აღმოჩენილია მეორე გალაქტიკა, რომელშიც ბნელი მატერია საერთოდ არ არის

სიმულირებული მონაცემების გამოყენებით, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თეორეტიკოს-ასტროფიზიკოსებმა, რებეკა ლინმა და ტრეისი სლეტიემ, მილიწამური პულსარების ანალიზისას ნაკლოვანებას მიაგნეს.

როგორც კვლევაში წერია, უცნაური ქცევა გამომდინარეობს არასწორი მოდელირების ეფექტიდან ფერმის ტელესკოპის რეალურ მონაცემებში. აღმოჩნდა, რომ ხელოვნურად ჩართული ბნელი მატერიის სიგნალები სრულიად არაა კავშირში წყაროს წერტილებთან, ე. ი. ბნელი მილიწამურ პულსარებთან.

კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის, მაგრამ თუკი ამ ეტაპსაც გაივლის, კვლავ აქტიურად გაჩაღდება დებატები გალაქტიკური ცენტრის ნამატის ირგვლივ.

ეს დებატები დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, როცა ფერმის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებულ მონაცემებში ფიზიკოსებმა ჭარბი გამა-გამოახივება შენიშნეს.

მათ ივარაუდეს, რომ ამაში დამნაშავე იყო დიდი ხნის განმავლობაში ნავარაუდევი, მაგრამ არასდროს ხილული ბნელი მატერიის შთანთქმის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ბნელი მატერიის პირდაპირ დაფიქსირება ამ დრომდე არ შეგვიძლია, ის შეიძლება წარმოქმნიდეს რადიაციას, რომლის დანახვაც შესაძლებელია.

მსგავსი: რამდენს იწონის ირმის ნახტომი – ჩვენი გალაქტიკის მასა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა

თუკი ერთმანეთს შეეჯახებიან ბნელი მატერიის ნაწილაკები, რომლებსაც სუსტად ურთიერთქმედ მასიურ ნაწილაკებს უწოდებენ, ისინი ერთმანეთს მოსპობენ, აფეთდებიან სხვა ნაწილაკთა ნაკადის სახით, რომელთა შორის იქნება გამა-გამოსხივების ფოტონებიც.

შედეგად წარმოიქმნება საკმაოდ ამოსაცნობი სიგნალი, ამ ნაწილაკთა გაფანტვის შემთხვევაშიც კი. 2016 წელს გამოქვეყნებულმა ორმა სხვადასხვა სტატისტკურმა ანალიზმა, რომელთაგან ერთ-ერთის ავტორი სლატიე იყო, დაადგინა, რომ ფოტონები ჯგუფებად ნაწილდება.

ამის გამო მათ დაასკვნეს, რომ ყველაზე დიდი ალბათობით წყარო მილიწამურ პულსართა პოპულაცია იყო. პულსარი არის ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც საკუთარი ღერძის გარშემო წამში 1000-ზე მეტჯერ ბრუნავს. ისინი საკმაოდ მკრთალები იყვნენ, რათა ინდივიდუალურად აღმოჩენა მოხერხებულიყო, მაგრამ წარმოქმნიდნენ გაფანტულ ნათებას.

მსგავსი: ირმის ნახტომი სინამდვილეში ბრტყელი არაა – ჩვენი გალაქტიკა გამრუდებული აღმოჩნდა

გამომდინარე აქედან, სლატიემ და ლინმა მოახდინეს ირმის ნახტომის მათემატიკური სიმულირება, რომელშიც დაამატეს ცოტა მეტი პულსარი და ბნელი მატერიის შთანთქმა. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბნელ მატერიას გალაქტიკური ცენტრის ნამატის გარკვეული ნაწილის წყაროს სახით ამატებდნენ, ანალიზები, რომლებიც 2016 წელს იგივე მეთოდს იყენებდა, წარმომავლობის იდენტიფიცირებას მაინც არასწორად ახდენდა; მილიწამური პულსარებსა და ფერმის ბუშტებიდან მომდინარე გამა-რადიაციას გალაქტიკის ცენტრში მოთავსებული სუპერმასიური შავი ხვრელი ურტყამდა.

შედეგად ირკვევა, რომ გალაქტიკური ცენტრის ნამატის განსაზღვრისთვის 2016 წელს გამოყენებული ანალიტიკური მეთოდი უსარგებლოა. ამ საკითხში მეცნიერები ჯერ სრულად ვერ გაერკვნენ.

ლინის განცხადებით, გამა-გამოსხივების შესახებ ჩვენს წარმოდგენას ამ ეტაპზე რაღაც აკლია. შესაძლოა ისიც, რომ იმალება ბნელი მატერიის სიგნალი, თუ ის საერთოდ არის იქ.

მათ მიგნებებს ეთანხმება ბოლოდროინდელი ორი სხვა კვლევაც, რომელთა ფარგლებშიც, სპექტრომეტრულ მონაცემებში მოსალოდნელზე მეტი ოდენობის ანტიპროტონები აღმოაჩინეს. ეს კი ბნელი მატერიის ანინჰილაციის კიდევ ერთი შესაძლო გვერდითი პროდუქტია.

მომზადებულია quantamagazine.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.