ისტორიული მოვლენა – სინგაპურში ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)

სინგაპურში აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული სამიტი დაიწყო. დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს ფანტასტიკური უწოდა.

ლიდერების მოლაპარაკებები სინგაპურის კუნძულ სენტოსზე გაიმართა. მათი შეხვედრა კი ხელის ჩამორთმევით დაიწყო. ლიდერების მოლაპარაკებებს პირისპირ შეხვედრა უძღოდა წინ. ამ შეხვედრას, ლიდერების გარდა, მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით. მოლაპარაკებების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთად ისადილეს და შემდეგ გაისეირნეს.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.