ის უპრაგონოდ ისვრის სიტყვებს – „ჰოლოკოსტი“, „ფაშიზმი“…ამ ტერმინების ხმარება მას ცუდად დაუბრუნდება” – უგულავა კობახიძეზე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეხმაურება.

უგულავა აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე ოპონენტების წინააღმდეგ ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის ტერმინებს იყენებს, რომელთა გამოყენებაც პარლამენტის თავმჯდომარისგან მიუღებელია.

უგულავა ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოპონენტების ტერმინი “ფაშისტისა” და “ჰოლოკოსტის” გამოყენების გამო პასუხისგება მოუწევს.

“ის უპრაგონოდ ისვრის სიტყვებს – „ჰოლოკოსტი“, „ფაშიზმი“, აქამდე ოდნავ მაინც განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს კაცი და უნდა იცოდეს, რომ ამ ტერმინების ხმარება მას ცუდად დაუბრუნდება . იმიტომ რომ საერთაშორისო ასპარეზზე, ის არ არის ჩვეულებრივი დეპუტატი, ის არის პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც ასეთ ფრაზებს ხმარობს ოპონენტების მიმართ, მას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. იმიტომ რომ ამ ფრაზებს აქვს კონკრეტული საერთაშორისო მნიშვნელობა და საერთაშორისო ტკივილი, რაც როგორც ჩანს კობახიძეს საერთოდ არ ესმის,“- აცხადებს გიგი უგულავა.

ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას კრიტიკას ბრიფინგი მიუძღვნა. მან “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ფაშისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რადგან მესამე სექტორი გვარამიას განცხადებებზე არ რეაგირებს ეს ნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორი ფაშიზმის თანამონაწილეა.

ნიკა გვარამიამ გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა, საზოგადოებას კი მოუწოდა არ დააფინანსონ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანია.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.