იტალიელი და ფრანგი სეპარატისტების კავშირები რუსეთთან

იტალიაში უკრაინის საელჩომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვერონის პრეფექტურას საპროტესტო ნოტებით მიმართა. ამის მიზეზი იტალიაში ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადენლობის გახსნა გახდა. დე ფაქტო წარმომადგენლობას, რომელიც 9 თებერვალს ამოქმედდა, ამ დღეებში ასოციაცია „ვენეტო–რუსეთის“ ხელმძღვანელად დანიშნულიპალმარინო ძოკატელი ჩაუდგა სათავეში.

„უკრაინის საელჩო მკაცრად გმობს იტალიაში ტერორისტული დაჯგუფებების – უკრაინული დონბასის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული ცრუ „რესპუბლიკების“ ნებისმიერ მხარდაჭერასა და ლობირებას, რაც მიუღებელია არა მარტო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსთვის, არამედ ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც იზიარებს დემოკრატიულ ფასეულობებსა და თანამედროვე მსოფლიო წესრიგის საბაზისო პრინციპებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლობა ვენეციის ოლქში ( მას ასევე ვენეტოს რეგიონს უწოდებენ – რედ.) მსგავსი ტიპის პირველი ორგანიზაცია არ გახლავთ იტალიაში. 2016 წლის ბოლოდან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობა“ არსებობს ტურინში, სადაც საქართველოს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ანალოგიური ოფისი – „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობაც“ ფუნქციონირებს.

„ყველა ეს ორგანიზაცია ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის და წმინდად დეკლარატიული „წარმომადგენლობებია“, – განაცხადა იტალიაში უკრაინის საელჩოს მრჩეველმა დიმიტრი ვოლოვნიკოვმა და ჟურნალისტებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიწოდებული შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინა.

მიუხედავად ამისა, მსგავსი „წარმომადგენლობების“ გახსნა, როგორც წესი, ცალკეულ იტალიურ რეგიონებსა და რუსეთს შორის „მეგობრობის საზოგადოებების“ ინიციატივით ხორციელდება, ეს უკანასკნელები კი ოფიციალურად რეგისტრირებული ორგანიზაციებია. ევროპელ პოპულისტებთან და ულტრამემარჯვენეებთან კრემლის კავშირების შემსწავლელი ანტონ შეხოვცოვი მსაგვსი თანამშრომლობის ორ ძირითად მიზანს ასახელებს:

  • უზარმაზარი სივრცე, რომელსაც კრემლთან დაკავშირებული მედიასაშუალებები („სპუტნიკი“, „Russia Today“, „რუსეთის ხმა“) ამ მოძრაობების წარმომადგენლებს უთმობენ;
  • ამ ან სხვა მსგავს მოძრაობებში გაწევრიანებული დამკვირვებლების გამოყენება აფხაზეთში, დნესტრისპირეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში საარჩვენო პროცესებისთვის ერთგავრი ლეგიტიმურობის ელფერის მისანიჭებლად.

როგორც შეხოვცოვი აღნიშნავს, ორივე ეს ინსტრუმენტი იმისთვის არის საჭირო, რათა რუსულ საზოგადოებაში განამტკიცონ აზრი „პუტინი იზოლაციაში არ იმყოფება“.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საუბარია თანამშრომლობის მესამე სფეროზეც: სანქციების ქვეშ მოხვედრილი არაღიარებული „რესპუბლიკებისა“ და ანექსირებული ტერიტორიების მხარდაჭერა ტრამპლინად იქცევა მეწარმეებისთვის, რომლებიც რუსეთში ახალი კონტრაქტების მოპოვებასა და, შესაბამისად, სრულიად კონკრეტული მატერიალური ჯილდოს მოპოვებას ცდილობენ.

ასოციაციის „ვენეტო– რუსეთი“ ხელმძღვანელად ამსწინანდელი დანიშნვისადმი მიღვნილ ინტერვიუში ძოკატელიმ უამბო ჟურნალისტს, რომ მისი ინიციატივა იტალიური ბიზნესის წარმომადგენლების მიერაა მხარდაჭერილი:

„ჩვენი ასოციაციის პირველ წლევანდელ შეხვედრაზე ბევრი ადგილობრივი მეწარმე შეიკრიბა, რომელიც დაინტერესებულია, ისინი რუსეთსა და ყირიმში გაიცნონ, ავეჯის, მარამარილოს დამამუშავებელი საწარმოების მფლობელები, ასევე სოფლის მეურნეობით დაკავებული ბიზნესმენები იალტაში დაგეგმილ გამოფენა– გაყიდვებში აპრებენ მონაწილეობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ისინი მთელი რუსეთის მასშტაბით ბევრი კონტრაქტის გაფორმებას შეძლებენ. ამჟამად ვქმნით იტალიელი მეწარმეების მონაცემთა ბაზებს, რათა მათ რუსეთში საქმიანი კონტაქტების მოძიებაში დავეხმაროთ. წელს სხვა ვენეციელ მეწარმეებთან და პოლიტიკოსებთან ერთად კრასნოდარის მხარეში ჩასვლას ვგეგმავ.  ამ ვიზიტის ორგანიზებით ალექსეი სტოვბუნია დაკავებული, რომელიც ვენეტოს იტალიური რეგიონის რუსეთის რეგიონეთან თანამშრომლობის საკითხებს რუსულ პრესაში აშუქებს. მისი სატატიები გამოცემაში „ახალი ყუბანი“ ქვეყნდება“.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ძოკატელიმ მონაწილეობა მიიღო რიგით მეექვსე საერთაშორისო აგრარულ ფორუმში „აგროექსპოყირიმი“ იალტაში. ფორუმზე იგი „Gelox International“-ის წარმომადგენლის სტატუსით იტალიურ მეღვინეობაზე საუბრობდა. არადა, ეს კომპანია ხილისა და კვების სხვა პროდუქტების ხანგრძლივი შენახვისთვის განკუთვნილი მაცივრების გაყიდვითაა დაკავებული. ამავდროულად, ძოკატელიმ ფორუმზე თავი შპს „აგროვენეციის“ ოფიციალურ წარმომადგენლად დაასახელა. ირკვევა, რომ გოროდოვიკოვსკში რეგისტრირებული ამ შპს–ის დამფუძნებლებს შორის სხვა იტალიელებიც არიან. მაგალითად, ელიზეო ბერტოლაზი, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს რუსულ მედიაში მასალებს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მხარეს მეომარი იტალიელების სასამართლო პროცესებისა და იმის შესახებ, რომ ევროპამ არასაკმარისად ბევრი იცის დონბასის ტაობაზე. ამ პროცესში იგი ხან დამოუკიდებენ იტალიელ ჟურნალისტად გვევლინება, ხან – მეცნიერ– თანამშრომლად. ბერტოლაზი, ისევე როგორც ძოკატელი, გასული წლის ნოემბერში „ დონეცკის სახახლო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელის დე ფაქტო არჩევნებზე დამკვირვებელი გახლდათ. მანამდე, რუსეთის საპრეზიდენტო რჩევნების პერიოდში ორივე იტალიელი დამკვირვებლად ყირიმში იყო ჩასული. მათთან ერთად იქ ვენოტოს რეგიონული პარლამენტის დეპუტატი სტეფანო ვალდეგამბერიც იმყოფებოდა. ეს უკანასკნელი ასოციაცია „ვენეტო– რუსეთის“ სხდომების ხშირი სტუმარია და ერთ–ერთი მთავარი ინიციატორი ადგილობრივი პარლამენტის მიერ ყირიმის ანექსიიც აღიარების შესახებ მირებული რეზოლუციისა. თუმცა ამ რეზოლუციას არანაირი იურიდიული და საერტაშორისო შედეგი არ აქვს, ვინაიდან იტალია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდ ადა ყირიმს უკრაინის ტერიტორიად აღიარებს. ამასთან, ვალდეგამბერის აქტიური საქმიანობის უკან სრულიად პრაგმატული ინტერესებიც დგას: იგი აპირებს ყირიმს ზეთისხილის მოყვანასა და მისგან ზეთის გამოხდის ორგანიზებაში დაეხმაროს.

ვალდეგამბერიცა და ძოკატელიც ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით შემოღებული სანქციების გაუქმებას უჭერენ მხარს. ასოციაცია „ვენეტო– რუსეთის“ ამსწინანდელ სხდომაზე ვალდეგამბერიმ უამბო დამსწრე საზოგადოებას სპეციალური დოკუმენტის მზადების შესახებ, რომელიც იტალიის მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების ავტომატურ გახანგრძლივებას გმობს და იტალიაში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას დაეგზავნება.

თავად იტალიაში ვალდეგამბერი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონების დამოუკიდებლობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფო „პადანიის“ ჩამოყალიბების მომხრეა, რათა მიღწეულ იქნას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, მათ შორის –  საერთაშორისო დონეზე, მაგალითად, რუსეთის მიმართ სანქციების გასაუქმებლად.

ანალოგიური შეხედულებები აქვს „დამოუკიდებელი ვენეტოს კომიტეტის“ პრეზიდენტ ძოკატელის, რომელიც იტალიისა და ევროკავშირისგან ვენეციის მხარის დამოუკიდებლობას ემხრობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იტალიაში ერთხელ უკვე ჩატარდა კონსულტაციები ვენეტოს დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ და დადგინდა, რომ ეს იტალიის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„სამწუხაროდ, იტალიაშიც არიან თავისი პოლიტიკური მარგინალები, რომლებიც მზად არიან, სამომავლოდაც აამაღლონ პროვოკაციების დონე… თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ვერონის ადგილობრივი პოლიტიკური უჯრედის ცალკეული წარმომადგენლების ზემოაღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ვერ დააყენებს ეჭვქვეშ იტალიის ხელისუფლების მტკიცე პოზიციას და უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია იტალიაში უკრაინის სალეჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. წარმომადგენლობები ბოლო პერიოდში ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრ სახელმწიფოშიც გაჩნდა. იტალიის გარდა, საუბარია, კერძოდ, საფრანგეთის ორ ქალაქზე – მარსელსა და ექს–ან–პროვანსზე. საფრანგეთის საგარეო სამქეთა სამინისტრომ ამ ორგანიზაციების საქმიანობას არალეგიტიმური უწოდა. თუმცა გასულ წელს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მარსელში ხსენებული ე.წ. წარმომადგენლობა არ დაიხუროს. ფრანგულმა პროკურატურამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსგავსი ორგანიზაცია – „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საკონსულო“ დაიხურა ჩეხეთში.

accentnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.