იტალიის ელჩი – პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით შეფერხება ქმნის იმედგაცრუებას და იწვევს უნდობლობას

ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეფერხება იწვევს იმედგაცრუებასა და უნდობლობას.

„ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მოსაზრებები, მათი უმრავლესობა საუბრობს პოლიტიკურ იმედგაცრუებაზე, რომ უმრავლესობამ არ შეასრულა პირობა, ჩაეტარებინათ პროპორციული არჩევნები. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, როგორი საარჩევნო სისტემა მოერგება ქვეყანას, ეს მათი სუვერენული არჩევანია. თუმცა, ჩვენ და მე ჩვენში ვგულისხმობ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღვნიშნეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე არსებობდა ფართო კონსენსუსი და აშკარაა, რომ მსგავსი შეფერხება ქმნის იმედგაცრუებას და იწვევს უნდობლობას. თუმცა ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ოპოზიციის ქმედებები უნდა დარჩეს კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.