იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსი“ და „მილანი“ ითამაშებენ

იტალიის თასზე ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა „ატალანტა“ – 1:0. ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე პენალტით გაიტანა მირალემ პიანიჩმა. „იუვენტუსს“ პირველი მატჩიც ასეთივე ანგარიშით ჰქონდა მოგებული გასვლაზე ბერგამოში.

აღსანიშნავია, რომ ტურინელები ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ იტალიის თასის ფინალში.

„იუვენტუსის“ მეტოქე გადამწყვეტ მატჩში „მილანი” იქნება, რომელიც სტუმრად თამაშობდა „ლაციოს“ წინააღმდეგ. პირველი მატჩი მილანში 0:0 დასრულდა. განმეორებით მატჩშიც იგივე ანგარიში დაფიქსირდა და პენალტების სერია დაინიშნა. გუნდებს 7-7 პენალტის შესრულება მოუწიათ და „მილანმა“ 5:4 მოიგო.

„მილანი“ 13 ოფიციალური მატჩია არ მარცხდება. ბოლოს ასეთი სერია გუნდს 2009 წელს ჰქონდა. მას შემდეგ, რაც გუნდს ჯენარო გატუზო ჩაუდგა სათავეში, „მილანი“ გავიდა ევროპის ლიგის 1/8 ფინალში, იტალიის თასის ფინალში და მიუახლოვდა სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის ზონას.

იტალიის თასის ფინალი 9 მაისს, რომში „​სტადიო ოლიმპიკოზე“​ ჩატარდება.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.