“იუვენტუსი საქართველოში სამწვრთნელო ბანაკს ხსნის”

იუვენტუსი საქართველოში სამწვრთნელო ბანაკს ხსნის – ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ყოფილი ფინანსთა მინისტრი და კომპანია “გეოპლანტის” დამფუძნებელი მიხეილ ჭკუასელი წერს.

“იუვენტუსის საწვრთნელი ბანაკი საქართველოში. Juventus Camp in Georgia/ აი ამასაც მოვესწარი, ესეც დავიწყეთ და მივიყვანეთ ბოლომდე. იუვენტუსი საქართველოში ოფიციალური ფან კლუბის დაფუძნების შემდეგ საკუთარ საწვრთნელ ბანაკს ხსნის ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის. 1978 წელს როცა 8 წლის ვიყავი და თეთრშავი ზოლები ჩემთვის ოცნებაზე მეტი იყო, ამის წარმოდგენა ფანტაზიის საზღვრებს ცდებოდა
Fino Alla Fine და ახლა უკვე საქართველოში!
Sempre Forza JUVENTUS და ახლა ამას ქართველი ბავშვები ვარჯიშის დროს Juventus Academy Georgia-ში იგრძნობენ! საქართველო, თბილისი, 2018 წლის 12-16 სექტემბერი.
ეს იუვენტუსია და იუვენტუსი ვართ ჩვენ!” – წერს ჭკუასელი.

ტურინის იუვენტუსის სამწვრთნელო ბანაკის პრეზენტაცია ხვალ, 12 ივლისს 10 საათზე სასტუმრო რივერსაიდში გაიმართება.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.