იუნესკო: 2050 წლამდე 5 მილიარდი ადამიანი შესაძლოა უწყლოდ დარჩეს

2050 წლამდე შესაძლოა მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 5 მილიარდი ადამიანი წყლის გარეშე დარჩეს. კვლევას UNESCO ავრცელებს.

დღევანდელი მონაცემებით 3.6 მილიარდი ადამიანი ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც წყლის დეფიციტია და არ არის გამორიცხული ეს რიცხვი 2050 წლამდე 5.7 მილიარდამდე გაიზარდოს.

“ქალები წყლის კოლექტიურად მოპოვებაში 200 მილიონ საათს ხარჯავენ, რომელიც დროის კოლოსალური ხარჯვაა. ამ სფეროში ინვესტიცია უნდა ჩაიდოს”, – განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა.

კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ორგანიზაციის 2018 წლის წყლის განვითარების პროგრამის ფარგლებში შემუშავდა.

View image on Twitter

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.