“იქნებ ბატონ გვენეტაძესაც უთხრათ, როგორია კომიტეტზე მოსვლის პროცედურა იმიტომ, რომ ვერ იპოვა ეგ მუხლი”

„ბატონო ირაკლი, იქნებ ბატონ გვენეტაძესაც უთხრათ, როგორია კომიტეტზე მოსვლის პროცედურა იმიტომ, რომ ვერ იპოვა ეგ მუხლი,“ – მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს პლენარულ სხდომაზე.

„ბატონო ირაკლი, ძალიან კარგად ახსენით, როგორია სხდომაზე მოსმენის პროცედურა და იქნებ ბატონ გვენეტაძესაც უთხრათ, როგორია კომიტეტზე მოსვლის პროცედურა იმიტომ, რომ ვერ იპოვა ეგ მუხლი. თქვენ ხომ პროცედურას ძალიან დიდ პატივს სცემთ, ბატონ გვენეტაძეს არ უნდა, რომ პატივი სცეს და თქვენგან იქნებ სხვანაირად გაიგოს,“ – მიმართა გიგა ბოკერიამ გვენეტაძეს

„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს. პარტიის წევრების განცხადებით, გვენეტაძე კომიტეტზე არმისვლით რეგლამენტს არღვევს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.