იყო მცდელობა, რომ პატრიარქი გადამდგარიყო, იყო შეთავაზებაც… ესენი არ ყოფილან სასულიერო პირები – მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება (ვიდეო)

იყო მცდელობა, რომ პატრიარქი გადამდგარიყო, იყო შეთავაზებაც – ეს განცხადება, მეუფე გრიგოლმა გააკეთა. მეუფემ გადაცემა “რეაქციაში” თქვა, რომ ილია მეორეს წასვლა და დასვენება შესთავაზეს.

მეუფეს არ დაუკონკრეტებია ვისგან მოდიოდა შეთავაზება თუმცა განაცხადა, რომ პატრიარქის გადადგომის ინიციატორები სასულიერო პირები არ ყოფილან.

მომხდარის შესახებ მეტ დეტალს მეუფე გრიგოლი არ აკონკრეტებს. ამბობს მხოლოდ მიახლოებით დროს, როდესაც შეთავაზება მოხდა – მისი თქმით, პატრიარქმა გადაგომის შეთავაზება მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელების შემდეგ მიიღო.

“იყო მცდელობა, რომ პატრიარქი გადამდგარიყო, იყო შეთავაზებაც. მადლობა ღმერთს,რომ პატრიარქი ამაზე არ წავიდა. ეს ნიშნავს იმას რომ მის სიცოცხლეშივე მათთვის სასურველი გეგმა განახორციელონ… ესენი არ ყოფილან სასულიერო პირები. პატრიარქს უთხრეს; თქვენ დაიღალეთ და ყველაფერს ჩვენ მივხედავთო,” – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.