“იცნობდეთ ხეგლეჯიებს” – აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს (ვიდეო)

ოპოზიციის გარდა პროტესტს შეუერთდნენ ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები. ისინი ამბობენ, რომ მიუღებელია “ეკოლოგიას ასე დაუდევრად მოექცნენ.” ოპოზივიის განცხადებით კი ეს არის იმ მაშტაბური პროტესტის დასაწყისი, რომელიც დაასრულებს აჭარაში ხეების გადატანის პროცესს ბიძინა ივანიშვილის მიერ.

“დღეს არის დაანონსებული აქცია, რომელშიც არ მონაწილეობს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. აქ არის ხალხი ვისაც გული შესტკივა რეგინში მიმდინარე პროცესზე. ეს არ არის პოლიტიკური აქცია და ეს არის დასაწყის” – განუცხადა “აიპრესს” რეზო ხარაზმა.

აქცია სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. ამ წუთებში აქციის მოანწილეებმა მთავრობის შენობასთან ქვეყნის პირველი პირველი პირების ფოტოებით გაფორმებული სტენდი და სიმბოლურად ხის ტოტები მოიტანეს. მოქალაქეებს კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე მიმართავს, რომ ერთად დაასრულონ რეგიონში “უმსგავსო ვითარება.”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.