“იძახიან, საქართველო გუგუნებსო, მითხარით ერთი, სად გუგუნებს”?

“ნიკოლოზ მეორე ტახტზე რომ ავიდა, ვორონცოვს თხოვა, მირჩიე როგორ მოვიქცეო, მან კი ორი სიტყვით მოსწერა “გაყარე იდიოტებიო”. მე არ ვამბობ, რომ ყველა მინისტრი, გუბერნატორი, გამაგებელი თუ პოლიციის უფროსი უნდა შეიცვალოს, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა უნდა განახლდეს. შერჩევა უნდა მოხდეს არა მხოლოდ ერთგულების, არამედ პროფესიონალური ნიშნით. ქვეყანას არა ქვს ეკონომიკური განვთიარების გეგმა, არადა იძახიან, საქართველო გუგუნებსო, მითხარით ერთი, სად გუგუნებს? ამდენი გაჭირვებული და სიღარიბეში მყოფი ადამიანია. შესაცვლელია მართვის სისტემაც და სერიოზული ცვლილებების გატარებაა საჭირო როგორც განათლების სისტემაში, ასევე სხვა სფეროებში…

რაც შეეხება ცვლილებებს პარტიაში, ჯერ სახელი უნდა შეიცვალოს, რადგან ოცნების დრო აღარ არის და საქმეს უნდა მიხედონ. ცვლილებებია საჭირო ასევე საპარლამენტო უმართვლესობაში, შეიძლება ახალი ფრაქციაც კი შეიქმნას. “ნაციონალები”, “ევროპული საქართველო” დამთავრებლია და პოლიტიკური არენიდან გაქრებიან, ამიტომ არის საჭირო კონსტრუქციული ოპოზიციის შექმნა და თავად ბიძინა უნდა ჩაუდგეს ამ საქმეს სათავეში, რაც მალე მით უკეთესი, თუ უნდა რომ ხელისუფლებაში დარჩეს”– აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც “რეზონანსი” მმართველ გუნდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა.

guriismoambe.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.