კადიროვის შემოგზავნილი არისო… მერე რა მოხდა მეგობრობს კადიროვთან – მუსა ხანგოშვილის ოჯახის პირველი კომენტარი

ყვარელში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ მუსა ხანგოშვილს ბრალი ამ წუთებში ოფიციალურად წარედგინება. ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებულ ხანგოშვილს მუქარასა და პოლიციელის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მომხდართან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს ხანგოშვილის ოჯახი. დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი რუსეთიდან პანკისში ოჯახის მოსანახულებლად 12 წლის შემდეგ ჩამოვიდა და ინფორმაცია, რომ კადიროვმა ის ხეობაში სპეციალურად გამოგზავნა ტყუილია.

მედეა ხანგოშვილი პანკისში პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტზეც საუბრობს, რის გამოც მუსა ხანგოშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

„კადიროვის შემოგზავნილი არისო. აზრადაც კი არ აქვს მოსული მას ესეთი რაღაცა. მერე რა მოხდა, მეგობრობს კადიროვთან, იქ ცხოვრობს და თავის საქმეს აკეთებს. განყოფილების უფროსთან მივალო, რომ შემოვიდა, თემო გასული ყოფილა, ათი წუთი, იქ ერთ-ერთმა მილიციონერმა გამოიწვია რა, თან ეს დიაბეტიანია და ამას პატარა რაღაცაც კი ყოფის ხოლმე, ხოდა დაილაპარაკეს. იმან კიდე იმ წუთში გამოიძახა პოლიცია,“- ამბობს მუსა ხანგოშვილის დედა.

rustavi2.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.