კალაძემ გივი კუბლაშვილი გაათავისუფლა?

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა უკვე ორი კვირაა თანამდებობა დატოვა.კუბლაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა კუბლაშვილის სამსახურიდან წასვლა კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, კეთილმოწყობის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ოჯახის წევრებისადმი მიკერძოებული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.თბილისის მერს დღეს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია. კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, ეს ადამიანები დღესვე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობებიდან.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: