კალაძეს გუნცაძე შეცვლის, კობახიძეს ვოლსკი ან ჩუგოშვილი – სპიკერი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს?

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, მმართველ გუნდში შიდა პარტიული გადაადგილებაა მოსალოდნელი. არაოფიციალური ინფორმაციით, საუბრები პარტიის გენერალური და აღმასრულებელი მდივნის ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩვენების პირველი ტურის შემდეგ დაიწყო და საკითხის ინიციატორი თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო. ამ თემაზე როგორც აღმასრულებელმა ისე გენერალურმა მდივანმა არაერთი განცხადება გააკეთეს და როგორც კალაძე, ასევე კობახიძე ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა ჩვენი ინფორმაცით უახლოეს მომავალში ცვლილებები განხორციელდება.​
ინფორმაციის თანახმად, ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე კობახიძეს, თუმცა ამავე ინფორმაციის თანახმად იმ შემთხვევაში თუ კობახიძე პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტს დატოვებს, მან შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ადგილზე გადაინაცვლოს.

ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხზე შიდასახელისუფლებო კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ კომბინაციის განხორციელების შემთხვევაში კი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი შესაძლოა ერთ ერთმა ვიცე სპიკერმა- გიორგი ვოლსკიმ, ან თამარ ჩუგოშვილმა დაიკავოს.

ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძეს ქართული ოცნების გენერალური მდივნის პოსტზე რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე ჩაანაცვლებს, რომლიც არაოფიციალური ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და უშუალო კონტაქტი ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა.

შეგახსენებთ რომ ინფორმაცია არაოფიციალურია.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.