“კალაძე ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება” – გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს. საუბარია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რა დროსაც კახა კალაძემ გიგი უგულავას კორუმპირებული უწოდა. კალაძე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში კახა კალაძე წინამორბედს ადანაშაულებს.

გიგი უგულავა კი კალაძე ურჩევს, მისი ჩრდილიდან გამოვიდეს და დაჯდეს ინვესტორთან სასაუბროდ. “ევროპული საქართველოს” წევრი აცხადებს, რომ უკანონო მის გადაწყვეტილებაში არაფერი ყოფილა და ეს დაადასტურა სასამართლომ.

„კალაძე, რიჟა არიან ერთი თავის ორი ფეხი. ისინი საზოგადოებას დღეს ატყუებენ. ერთმანეთის გამომრიცხავ რამეს ამბობენ ნახევარი საათის განმავლობაში. ჯერ ამბობენ, რომ  რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებააო. ახლა ამბობენ, რომ არ აშენდება, მერე ნახევარ საათში ისევ გვეტყვიან, რომ რა ვქნათ, ისევ სასამართლოს გადწყვეტილებაა. გამოსავალი ამ სიტუაციაში არის შემდეგი. სამართლებრივად რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც. შესაბამისად, დღეს მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის კალაძე, მას აქვს სრული ლეგალური შესაძლებლობა, არ განაახლოს ეს მშენებლობა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე ინვესტორთან და მონახოს საერთო ენა. მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონვე ლობირებს. ამიტომ ყველა ეს საუბარი მისი მხრიდან, სასაცილოა. მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან. ნუ მეზომება, ნუ მეტყოლება. თუ რამე კარგს გააკეთებს მე მხოლოდ გამიხარდება,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ სასამართლოს ბოლო ინსტანციამ დაადგინა, რომ სასტუმრო “ბუდაპეშტისთვის” თავის დროზე ნებართვა კანონის სრული დაცვით გაიცა. გადაწყვეტილების დასაბუთებაში კი ითქვა, რომ სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა პრობლემა არ არის. ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტისთვის” მშენებლობის გაცემას დიდი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა

ავტორი: ქეთა ციცქიშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.