კალაძე 20 ივნისის ღამეზე: ეს არა დარბევა, არამედ მოგერიება იყო – თბილისის მერის არაადეკვატურობა თუ გადაბრალების მცდელობა?

(რეზონანსი) კახა კალაძე 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციურ პარტიებს აკისრებს. იგი აცხადებს, რომ ეს არ იყო დარბევა, არამედ იყო მოგერიება. შესაბამისად, თბილისის მერი შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს.

„პოლიციის ქმედებებზე ისაუბრა თვითონ შს მინისტრმა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, ის არის შს მინისტრის რომლის დაქვემდებარების ქვეშ ხდებოდა ეს ყველაფერი. არავის არ ეპატიება და ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია განახორციელო თავდასხმა პოლიციაზე. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ რომ შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა. აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება როდესაც განხორციელდა შტურმი პოლიციაზე, თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.