კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველოს პოზიცია ოთხი საფეხურით გაუარესდა

World Justice Project-ის ანგარიშის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით, კანონის უზენაესობის ინდექსის რეიტინგში, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ოთხი საფეხურით გაუარესდა.  საქართველომ 34-ე ადგილიდან 38-ზე გადაინაცვლა. ამავე ინდექსით საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

რეიტინგი რვა ძირითადი კოეფიციენტით ისაზღვრება – ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფცია, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, ნორმატიული აქტების გამოყენება, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართლის სამართალი.

რეიტინგში პირველი ათეულში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ – დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ახალი ზელანდია, ავსტრია, კანადა, ავსტრალია. დიდმა ბრიტანეთმა 11-ე ადგილი დაიკავა, აშშ-მ მე-19, რუსეთი – 89-ზეა. ბოლო ადგილს ვენესუელა იკავებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.