კარასინი: ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ არავითარი ალტერნატივა არ გვაქვს: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები – სამხრეთ კავკასიაში ნევროზულობის და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა“, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.