კასპში უსაფრთხოების მიზნით გაყვანილი ოჯახები, საკუთარ სახლებში დააბრუნეს

1თებერვალს ღამის საათებში ქ.კასპის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურება მოხდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ტერიტორიიდან დროებით რამდენიმე ოჯახი იქნა გაყვანილი.

გუშინ დილიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ქ.კასპში იმყოფება სიტუაციის შესწავლის მიზნით.

სპეციალისტების შეფასებით, ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა თიხოვან გრუნტში, წყლების გრუნში ჩაჟონვის შედეგად. გეოლოგებმა ადგილზე შეაფასეს მდგომარეობა. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. ოჯახები, რომლებიც გვიან ღამით უსაფრთხოების მიზნით იქნა გაყვანილი, დააბრუნეს საკუთარ სახლებში. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე საფრთხე მოხსნილია.

გეოლოგების რეკომენდაციით საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, კერძოდ, საჭიროა ფერდობებიდან მიწის გატანა, საყრდენი კედლის მოწყობა, მილსადენების მოწესრიგება და ა.შ .

აღნიშნული რეკომენდაციები ადგილზევე გააცნეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.