კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა

რთველის პროცესი კახეთში აქტიურ ფაზაში შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,6 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაში შევიდა. 11 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18.6 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 18 მლნ-მდე ლარი მიიღეს. ღვინის ექსპორტის ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ყურძნის ფასი იყოს მაღალი და გაიზარდოს მეევენახეების შემოსავალი, რაც დაფიქსირდა კიდეც 2017 წლის რთველის პროცესში“, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 132 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 67. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი – 7,1  ათასი ტონა, სიღნაღი – 4,2 ათასი ტონა, თელავი – 2,7 ათასი ტონა, გურჯაანი – 1,9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,7 ათასი ტონა, ახმეტა –  628 ტონა, ლაგოდეხი –  300 ტონა და საგარეჯო –  193 ტონა.

მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 7 ათასი ტონა რქაწითელი, 9,3 ათასი ტონა საფერავი, 828 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: