“კეთილი ინებოს ბიძინა ივანიშვილმა, გამოვიდეს და ახსნას, რატომ მიიყვანა ქვეყანა აქამდე”

„კეთილი ინებოს ბიძინა ივანიშვილმა გამოვიდეს და ახსნას, თუ რატომ მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ასე აფასებს ოცნების მმართველობას და იმ კურსიდან გადახვევას, რომლის გამოც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხი მუხლჩაუხრელად იღვწოდა და შრომობდა.
ეს არი ქვეყნის კურსის შეფასება, რა მდგომარეობამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ. ეს არის საგანგაშო“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეაგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან ბაბინმა საქართველოს პრემიერმინისტრს კრიტიკული წერილი მისწერა, სადა აღნიშნულია: “შეშფოთებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო” 

ცნობისთვის, 2020 წლის  22 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხი კონგრესმენის წერილი გაასაჯაროვა, რომლითაც ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი გახარიას მიმართეს. წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები – ადამ კიზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.