კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოსახლეობამ არჩევანი მოქმედ პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადისსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს სტავროს მალასსშორის უნდა გააკეთოს.
სულ კვიპროსში გახსნილია 1100 საარჩევნო უბანი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 550 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 იანვარს გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობამ მაშინ 28,1 პროცენტი შეადგინა. მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ხმების 35,5 % მიიღო, მისმა მეტოქემ კი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე კომუნისტურმა „მშრომელი ხალხის პროგრესულმა პარტიამ“ წარადგინა, ხმების 30,25% დააგროვა.

კვიპროსის პრეზიდენტს პირდაპირი წესით ხუთი წლის ვადით ირჩევენ. არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.