კვირიკაშვილს ადამიანურად და კაცურად არ გაუწყვეტია კაცური საქციელი… „დღევანდელ პრემიერზე პოლიტიკურად აბსოლუტურად არაფერს არ ვიტყვი – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერებზე ისაუბრა, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში.

მარგველაშვილი გიორგი კვირიკაშვილს, კაცად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის არაკაცობას არასდროს იკადრებს.

„გიორგი კვირიკაშვილს ადამიანურად და კაცურად არ გაუწყვეტია კაცური საქციელი. ძარღვი არ გაუწყვეტია და ეს მნიშვნელოვანი იყო, იმიტო რომ შეგეძლო გეურთიერთა, ხშირად როგორც ოპონენთან მაგრამ არაკაცობას ეს კაცი არ იკადრებს. ამიტომ მქონდა გიორგისთან ეს ურთიერთობა და ეს მნიშვნელოვანია“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

ყოფილმა მთავარსარდალმა ასევე გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის საკითხიც შეაფასა და აღნიშნა, რომ იმ ფონზე რაც 20 ივნისის ღამის შემდეგ იყო ქვეყანაში, გახარიას პრემიერად დაწინაურება სილის გაწვნა იყო.

„დღევანდელ პრემიერზე პოლიტიკურად აბსოლუტურად არაფერს არ ვიტყვი, ერთადერთი ის მინდა გითხრათ, რომ ამ პრემიერის დანიშვნა იმ პროტესტის ფონზე, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იყო ძალიან სამართლიანი პროტესტი, ამ პრემიერის დანიშვნა იმ ფონზე, როდესაც საქმე არაა გამოძიებული, ეს არის სილის გაწვნა“-აცხადებს მარგველაშილი.

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.