კვლევა: გსურთ, რომ დამატებით 3 წელი იცოცხლოთ? ირბინეთ!

კუპერის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, სირბილი, შესაძლოა, ყველაზე ეფექტიანი საშუალება იყოს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც დარბიან, იმათზე დაახლოებით 3 წლით მეტს ცხოვრობენ, ვინც არ დარბიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, შეიძლება, დარბოდნენ ნელა ან არასპორტულად, ეწეოდნენ, სვამდნენ და იყვნენ ჭარბი წონისანი.

ეს კვლევა ერთგვარი გაგრძელებაა 3 წლის წინ ჩატარებული კვლევისა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ვარჯიშის გამოჩენილი მკვლევარები და, რომელიც დალასში, კუპერის ინსტიტუტში ჩატარდა. მაშინდელმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დღეში მინიმუმ 5-წუთიანი სირბილიც კი, სიცოცხლის ინტერვალობის ზრდასთან არის კავშირში.

კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, უამრავი კითხვა გაჩნდა, მაგალითად, სიარულიც ისევე აფერხებს თუ არა სიკვდილიანობის რისკს, როგორც სირბილი. პროფესიონალი მორბენალები სვამდნენ კითხვებს, ბევრი სირბილის შემდეგ, ხომ არ გამოიწვევდა ვარჯიში უკუჩვენებას და ხომ არ იქნებოდა სირბილი კონტრპროდუქტიული?

ამიტომაც, ახალი კვლევისთვის, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, ექიმმა ლიმ და მისმა კოლეგებმა თავიდან გადაამუშავეს კუპერის ინსტიტუტის კვლევის შედეგები და ის სხვა კვლევებს შეადარეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არის წინა კვლევის განახლებული ვერსია.

ერთობლივი მონაცემების მიხედვით, მტკიცდება, რომ სირბილი, როგორი ტემპიც და რამდენი მილიც არ უნდა იყოს, ადამიანის სიკვდილიანობის რისკს 40%-მდე აგდებს. მონაცემი არც იმ შემთხვევაში იცვლება, თუკი კვლევის ობიექტი ეწევა, სვამს და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

ამ ციფრების გამოყენებით, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუკი კვლევაში მონაწილე არამორბენალი ადამიანებიც დაკავდებოდნენ სპორტით, სიკვდილიანობის საერთო რიცხვი 16%-ით შემცირდებოდა და 25%-ით ნაკლები იქნებოდა გულის შეტევების შემთხვევებიც.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ სირბილი ადამიანების ცხოვრებას უფრო მეტ დროს მატებს, ვიდრე შთანთქავს. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკურად ერთი საათის სირბილი, ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას 7 საათით ზრდის.

“ცხადია, ეს ზრდა უსასრულო არ არის. სირბილი ადამიანებს უკვდავებად არ აქცევს. სირბილი სიცოცხლისუნარიანობას დამატებით მხოლოდ 3 წლით ზრდის, რამდენიც არ უნდა ირბინონ ადამიანებმა,”- ამბობს ექიმი ლი.

ექიმი ლი ამბობს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რატომ არის სირბილი ასეთი უნიკალური.

“სავარაუდოა, რომ ის ამცირებს ადრეული სიკვდილის ბევრ რისკფაქტორს, როგორიცაა მაგალითად, სისხლის არასწორი მიმოქცევა და ზედმეტი წონა,”- ამბობს ექიმი.

მისი თქმით, ამას აერობიკაც ეხმარება და აეროფიტნესი ერთერთი ყველაზე გამორჩეული ინდიკატორია დამიანის სიცოცხლისუნარიანობისა და ჯანმრთელობის შესაფასებლად.

წყარო: tabula.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.