კვლევა: დღეს მსოფლიოში 2,754 მილიარდერია

კომპანია Wealth-X-ის უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი წარმოშობით აზიის რეგიონიდან არის. გასულ წელს აზიელი მილიარდერების რაოდენობა თითქმის მესამედით (29.2%), 784 ადამიანამდე გაიზარდა.

ამავე პერიოდში, ჩრდ. ამერიკელი მილიარდერების რიცხვი 11.2%-ით 727-მდე გაიზარდა – აქედან 680 მილიარდერი აშშ-ს წარმოადგენს.

დღეს მსოფლიოში 2,754 მილიარდერია. პროცენტულად პირველ პოზიციას ევროპა (29.8%) იკავებს, ხოლო მეორეზე კი აზიაა (28.5%).

2017 წელს აზიის ჯამური სიმდიდრის მოცულობა 49.4%-ით, $2.3 ტრილიონამდე გაიზარდა – აქედან $1.1 ტრილიონიანი წილი ჩინელ მილიარდერებს ეკუთვნით.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.